შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ჯერარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ალექსანდრე ჯერარდი (მკვლევარი).
ალექსანდრე ჯერარდი
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1728(1728-02-22)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Garioch[4]
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1795(1795-02-22)[1] [2] [3] (67 წლის)
საქმიანობა ფილოსოფოსი[5] [4]
მოქალაქეობა  შოტლანდია
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, აბერდინის უნივერსიტეტი და აბერდინის საშუალო სკოლა
შვილ(ებ)ი Gilbert Gerard[5]

ალექსანდრე ჯერარდი (ინგლ. Alexander Gerard; დ. 22 თებერვალი, 1728, გარიოხი – გ. 22 თებერვალი, 1795, აბერდინი) — შოტლანდიელი მწერალი და ფილოსოფოსი.

ალექსანდრე ჯერარდი დაიბადა 1728 წლის 22 თებერვალს, აბერდინშირში. სწავლობდა ფოვერანის სამრევლო სკოლაში, შემდეგ კი აბერდინის გრამატიკის სკოლაში.[6]

სწავლობდა აბერდინის უნივერსიტეტში, სადაც 1744 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო. შემდეგ ედინბურგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ღვთისმეტყველების შესასწავლად. 1748 წელს მას ქადაგების ლიცენზია მიენიჭა.

1750 წელს ის დაბრუნდა აბერდინის უნივერსიტეტში, რათა წაეკითხა ლექციები მორალურ ფილოსოფიაში, ხოლო 1752 წელს პროფესორი გახდა მარიშალის კოლეჯში.

1760-1769 წლებში ის აბერდინში, გრეიფრაიარსის ეკლესიის მღვდელი იყო, ხოლო 1769 წელს მარიშალის კოლეჯში ღვთისმეტყველების პროფესორად აირჩიეს, 1771 წელს კინგსის კოლეჯში გადავიდა. პროფესორის რანგში მან სხვადასხვა რეფორმა გაატარა. ამ პერიოდში ის ასევე ქალაქის ერთ-ერთი მღვდელი იყო, მსახურობდა გრეიფრაიარსის ეკლესიაში.[7][8] ის იყო ჯონ გრეგორის მიერ დაარსებული აბერდინის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი, რომლის წევრებიც იყვნენ პროფესორი თომას გორდონი.

ის ედინბურგის სამეფო საზოგადოების ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო.

გარდაიცვალა 1795 წლის 22 იანვარს. დაკრძალულია ძველ აბერდინში, წმინდა მახარის ტაძრის ეზოში.

  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. 1 2 Internet Philosophy Ontology project
  4. 1 2 https://en.wikisource.org/wiki/Dictionary_of_National_Biography,_1885-1900/Gerard,_Alexander_(1738-1795)
  5. 1 2 http://www.scottishphilosophy.org/philosophers/alexander-gerard/
  6. (July 2006) Biographical Index of Former Fellows of the Royal Society of Edinburgh 1783–2002. The Royal Society of Edinburgh. ISBN 0-902-198-84-X. 
  7. William (1910) თარგი:Page needed
  8. Lee p.487 (see also main article xxi 210)