ალექსანდრე ჯატიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე მიხეილის ძე ჯატიევი (ძადთიათი) (დ. 2 (13) აგვისტო, 1891, სოფელი სბა, გორის მაზრა, ახლანდელი ჯავის მუნიციპალიტეტი — გ. 1939) — პროფესიონალი ბოლშევიკი რევოლუციონერი, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. კომუნისტური პარტიის წევრი 1918 წლიდან. მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობაში, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლების მომზადებაში (1918 წლის მარტი, 1919 წლის ოქტომბერი), 1920 წლის აპრილიში წინამძღოლობდა ჩრდილოეთ ოსეთიდან 1920 წელს შემოსული ოკუპანტებს. ცხინვალის წარუმატებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ გადავიდა ვლადიკავკაზში (რუსეთი, ჩრდილოეთ კავკასია), სადაც აირჩიეს პარტიის საოლქო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად და თერგის ოლქის ცაკის წევრად. მონაწილეობდა თეთრგვარდიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. გასაბჭოებულ საქართველოში ხელოვნურად შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ხელმძღვანელი საპასუხისმგებლო თანამდებობები ეჭირა. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რევკომის წევრი. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის წითელი დროშისა და შრომის წითელი დროშისორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]