ალექსანდრე ჯაბადარი (ინჟინერ-მეტალურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯაბადარი (დ. 17 ივლისი, 1928, წულუკიძე (ახლანდელი ხონი) — გ. 2009) — ქართველი ინჟინერ-მეტალურგი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971). სკკპ წევრი 1963-იდან. 1958-იდან მუშაობს თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში, 1971-იდან ამ ქარხნის მთავარი მეტროლოგია. ტექნოლოგიის პროცესების კონტროლის პროგრამის მეთოდების შექმნისა და დანერგვისათვის 1975 ავტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]