ალექსანდრე ხეთაგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალექსანდრე ხეთაგური
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აგვისტო, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ვანო მერაბიშვილი
წინამორბედიდიმიტრი გვინდაძე
მემკვიდრენოდარ ხადური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აგვისტო, 2007 – 13 აგვისტო, 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი
ლადო გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკა გილაური
ვანო მერაბიშვილი
წინამორბედინიკა გილაური
მემკვიდრევახტანგ ბალავაძე

დაბადებული5 აგვისტო, 1976 (44 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პროფესიაპოლიტიკოსი
ეკონომისტი

ალექსანდრე ხეთაგური (დ. 5 აგვისტო, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993–1997 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი). 2000 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბუღალტრო და აუდიტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი). 2000 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში (ფლორიდის შტატი, აშშ.) გაიარა თრენინგის კურსი კომუნალურ საწარმოთა რეგულირებისა და სტრატეგიის სპეციალობით (მსოფლიო ბანკის პროგრამა), ხოლო 2001 წელს — ფინანსებისა და საბიუჯეტო განვითარების საერთაშორისო თრენინგი (USAID/AED-ის პროგრამა)ქ. პორტლენდი, მეინის შტატი, აშშ. 2000-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი). 1999-2000 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპატრამენტის წამყვანი სპეციალისტი. 2000-2002წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2002-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში - მინისტრის პირველი მოადგილე. 2006-2007 წლებში ეკავა საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობა. 2007-2012 წლებში იყო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2012 წლის 13 აგვისტოდან – 25 ოქტომბრამდე იყო ფინანსთა მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]