ალექსანდრე ცხაკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხაკაია (მრავალმნიშვნელოვანი).

ალექსანდრე ცხაკაია (დ. 9 სექტემბერი, 1902, კოკი — გ. 21 დეკემბერი, 1970) — ქართველი გეოფიზიკოსი, სეისმოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, 1951 წლიდან იყო რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების გამგე. იყო არის საქართველოში თანამედროვე სეისმოლოგიური კვლევისა და სეისმოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოში რეგიონული სეისმოლოგიური სადგურების ქსელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]