ალექსანდრე შორინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე შორინი
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი (5 დეკემბერი), 1890
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1941(1941-10-21) (50 წლის)
გარდ. ადგილი ულიანოვსკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გამომგონებელი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ელექტროტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია და ლენინის ორდენი

ალექსანდრე შორინი (რუს. Александр Шорин; დ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 23 ნოემბერი], 1890, სანქტ-პეტერბურგი — გ. 21 ოქტომბერი, 1941, ულიანოვსკი) — საბჭოთა გამომგონებელი რადიოს, ტელეგრაფიისა და ბგერათჩაწერის დარგში. 1911-1914 წლებში სწავლობდა პეტერბურგის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1919-1922 წლებში მუშაობდა ნიჟნი-ნოვგოროდის რადიო ლაბორატორიაში. 1927-1934 წლებში სადენიანი კავშირგაბმულობის ცენტრალურ ლაბორატორიაში. 1934 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის დირექტორი. გამოიგონა სატელეგრაფო სტარტსტოპური აპარატი, ბგერათჩამწერი ხელსაწყოები და სხვა. მიღებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1941). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]