შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე შალიმოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე შალიმოვი
უკრ. Олександр Олексійович Шалімов

ალექსანდრე შალიმოვი— საიუბილეო საფოსტო მარკა
დაბ. თარიღი 20 იანვარი 1918
დაბ. ადგილი ვედენკა, ზადონსკის რაიონი
ვორონეჟის გუბერნია, რსფსრ
გარდ. თარიღი 28 თებერვალი 2006 (88 წლის)
გარდ. ადგილი კიევი, უკრაინა
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა
საქმიანობა ქირურგი, უნივერსიტეტის ლექტორი
ალმა-მატერი ყუბანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ევგენი კუხარენკო
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
მეუღლე სუსანა ნიკოლაის ასული
მამა ალექსი ივანეს ძე
დედა ქსენია ალექსის ასული
შვილ(ებ)ი სერგეი და ვიქტორი
ჯილდოები
უკრაინის გმირი
უკრაინის გმირი
სოციალისტური შრომის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი
ოქტომბრის რევოლუციის ორდენიშრომის წითელი დროშის ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ალექსანდრე  შალიმოვი (დ. 20 იანვარი, 1918, ვვედენკა, ზადონსკის რაიონი, ლიპეცკის ოლქი, რსფსრ — გ.28 თებერვალი, 2006, კიევი, უკრაინა) — საბჭოთა და უკრაინელი ქირურგი, უკრაინის ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1961), უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1978 წლიდან), უკრაინის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1993 წლიდან). სოციალისტური შრომის გმირი, უკრაინის გმირი. [1]

ალექსანდრე შალიმოვი გახლდათ ქირურგთა საერთაშორისო კავშირის, ავსტრიის, გერმანიის, რუსეთის, უკრაინის ქირურგთა ასოციაციის წევრი. უკრაინის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი წევრი. საფუძველი ჩაუყარა უკრაინის სამედიცინო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს (შალიმოვის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ეწოდა მისი სახელი —უკრაინის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ა.ა. შალიმოვის სახელობის ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი). იყო ლვოვის სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.[2]

ალექსანდრე შალიმოვი დაიბადა მრავალშვილიანი (14 შვილი) გლეხის ოჯახში.

დაამთავრა სკოლის 5 კლასი და ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ფაკულტეტი. 1936-1941 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რის შემდეგაც ქირურგად გაგზავნეს ჩიტის ოლქში. იქ შალიმოვმა ქირურგიაში დიდი გამოცდილება დააგროვა, რადგან  დაჭრილებს უკეთებდა ოპერაციებს.

დიდი სამამულო ომის დასასრულს იგი სტაჟირებას გადიოდა სსრკ-ს უდიდეს კლინიკებში. 1949 წლიდან მუშაობდა ბრიანსკის რეგიონალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად ნ.მ. ამოსოვთან ერთად. 1952 წლიდან 1953 წლამდე მუშაობდა კურსკის სამედიცინო ინსტიტუტში ასისტენტად, შემდეგ კი ბრაიანსკის ოლქის მთავარ ქირურგად.

1958 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) თავისა და ვატერის პაპილას კიბოს ქირურგიული მკურნალობა“.

1959-1970 წლებში იყო ხარკოვის საავადმყოფოების ქირურგი და მთავარი ექიმი, ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტეტის ქირურგიის განყოფილების ასისტენტ-პროფესორი.

1970 წლიდან მუშაობდა კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, 1972 წლიდან გახლდათ კიევის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელშიც მან უკრაინაში პირველად მოაწყო მიკროვასკულარული, ენდოვასკულარული და ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილებები.

შალიმოვმა დანერგა საჭმლის მომნელებელი სისტემის, გულის, სისხლძარღვების, ონკოლოგიური დაავადებების ოპერაციების ახალი მეთოდები. მან  ჩაატარა დაახლოებით 40 ათასი ოპერაცია. ალექსანდრე შალიმოვი გახდა პირველი ექიმი, რომელმაც ჩაატარა პანკრეასის ოპერაცია, დიაბეტიან პაციენტს წარმატებით გადაუნერგა პანკრეასი.  შალიმოვის ხელმძღვანელობით უკრაინაში გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდა.

1998 წელს ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის საერთაშორისო პალატის გადაწყვეტილებით იგი პლანეტის ადამიანად იქნა აღიარებული.

2004 წელს იგი გახლდათ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი.

ალექსანდრე შალიმოვი 830-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 112 გამოგონების ავტორია, მან შექმნა ორი კვლევითი ინსტიტუტი უკრაინაშიხარკოვსა და კიევში.

შალიმოვი თვლიდა, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად საჭიროა პაციენტების სამ კატეგორიად დაყოფა. პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ის პირები, რომელთაც  პენსიისა და შემწეობის გარდა, არ აქვთ შემოსავალი. ესენი არიან პენსიონერები და ინვალიდები. ალექსანდრე შალიმოვის გაანგარიშებით, მათი რაოდენობა დაახლოებით 25 პროცენტია. მეორე ჯგუფს შეადგენენ  პაციენტები, რომლებსაც ნაწილობრივ შეუძლიათ სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა და, მისი გათვლებით, უმრავლესობას შეადგენენ. მესამე ჯგუფში შედის მოქალაქეთა 5-10 პროცენტი. მათ შეუძლიათ ყველაფრის გადახდა და გარკვეული თანხების გაღება ღარიბების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ალექსანდრე შალიმოვის საფლავი კიევში

ალექსანდრე შალიმოვი გარდაიცვალა 2006 წლის 28 თებერვალს კიევში.[3]

დაკრძალულია კიევის ბაიკოვის სასაფლაოზე (ნაკვეთი 52ა).

  • მამა —  ალექსეი ივანეს ძე (1876-1959 წწ).
  • დედა —  ქსენია ალექსეის ასული (1894-1945 წწ).
  • მეუღლე —  სუსანა ნიკოლაის ასული (1948-2019).
  • შვილები —  ვაჟები სერგეი (დაიბადა 1943 წელს) და ვიქტორი (დაიბადა 1947 წელს).
  1. Александр Шалимов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-22. ციტირების თარიღი: 2022-03-24.
  2. Ігор Шаров. 100 сучасників: роздуми про Україну. — К.: АртЕк, 2004. ISBN 966-505-163-6 (უკრ.)
  3. Помер видатний український хірург Олександр Шалімов (უკრ.)
  4. Указ Президента України № 1051/99 від 21 серпня 1999 року «Про відзначення нагородами України з нагоди 8-ї річниці незалежності України»
  5. Указ Президент України від 12.01.1998 № 12/98 «Про нагородження відзнакою Президента України — орденом „За заслуги“»