ალექსანდრე ფონ ბუნგე
ალექსანდრე ბუნგე | |
---|---|
გერმ. Alexander von Bunge | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 24 სექტემბერი, 1803[1] [2] |
დაბ. ადგილი | კიევი[3] |
გარდ. თარიღი | 18 (30) ივლისი, 1890[4] [5] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | Kiltsi, Wierland County, Estonia Governorate, რუსეთის იმპერია |
დასაფლავებულია | რაადის სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ბოტანიკა |
მუშაობის ადგილი | დერპტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | დერპტის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ედმუნდ რუსოვი |
მამა | Andreas Theodor von Bunge |
შვილ(ებ)ი | გუსტავ ფონ ბუნგე, ალექსანდრე ბუნგე[6] და Q116000346? |
ალექსანდრე გეორგ ფონ ბუნგე (რუს. Алекса́ндр Андре́евич Бу́нге; გერმ. Alexander von Bunge; დ. 6 ოქტომბერი, 1803 ― გ. 18 ივლისი, 1890) ― რუსი ბოტანიკოსი. ცნობილია სამეცნიერო ექსპედიციებით აზიაში, განსაკუთრებით, ციმბირში.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალექსანდრე ბუნგე რუსეთის იმპერიაში მცხოვრები გერმანელების ოჯახში დაიბადა. მამა, ანდრეას თეოდორი, გეორგ ფრიდრიხ ბუნგეს, XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ პრუსიიდან რუსეთში ემიგრირებული ფარმაცევტის ვაჟი იყო. ტარტუს უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა, მოგვიანებით კი ყაზანში ბოტანიკის პროფესორად მუშაობდა. 1835 წელს ტარტუში დაბრუნდა, სადაც 1867 წლამდე ბოტანიკას ასწავლიდა. ბუნგე თანამშრომლობდა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორთან, დიდერიხ ფრანც ლეონარდ ფონ შლეხტენდალთან.[7] ტარტუში 1881 წლამდე დარჩა, სადაც ბოლო პერიოდში ესტონეთის ფლორას იკვლევდა.[8]
1826 წელს კარლ ფრიდრიხ ფონ ლედებურთან და კარლ ანტონ ფონ მეიერთან ერთად ყაზახეთის სტეპსა და ალთაის მთიანეთში იმოგზაურა.[9][10] 1830-1831 წლებში ციმბირის გავლით პეკინში იმოგზაურა და მონღოლური ფლორა გამოიკვლია.[7] 1857-1858 წლებში ხორასნისა და ავღანეთის სამეცნიერო ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.[10]
ბუნგეს ვაჟი გუსტავი (1844-1920) ფიზიოლოგი,[7] მეორე ვაჟი ალექსანდრე ფონ ბუნგე (1851-1930) კი მკვლევარი და ზოოლოგი იყო.[11]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ https://pantheon.world/profile/person/Alexander_Georg_von_Bunge
- ↑ Бунге Александр Андреевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ verschiedene Autoren Allgemeine Deutsche Biographie / Hrsg.: Historische Commission bei der königl. Akademie der Wissenschaften — L: Duncker & Humblot, 1875.
- ↑ Бунге, Александр Александрович // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IVа. — С. 926.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Alexander von Bunge (1803–1890), a prominent researcher of Mongolian flora დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Martin-Luther-University Halle-Wittenberg | Schlechtendalia P-ISSN 1436-2317 E-ISSN 2195-9889
- ↑ JN Nutrition Biography of Gustav B. von Bunge
- ↑ CRC world dictionary of plant names. 1. A – C by Umberto Quattrocchi
- ↑ 10.0 10.1 JSTOR Global Plants Bunge, Alexander Andrejewitsch (Aleksandr Andreevic (Aleksandrovic) von (1803–1890))
- ↑ Encyclopedia of the Arctic by Mark Nuttall
- დაბადებული 24 სექტემბერი
- დაბადებული 1803
- გარდაცვლილი 30 ივლისი
- გარდაცვლილი 1890
- დაბადებული 6 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 18 ივლისი
- ესტონელი ბიოლოგები
- ესტონელი ბოტანიკოსები
- ესტონელი მკვლევრები
- ესტონელი ზოოლოგები
- ციმბირის მკვლევრები
- XIX საუკუნის ესტონელები
- XIX საუკუნის გერმანელი ბოტანიკოსები
- XIX საუკუნის გერმანელი ზოოლოგები
- XIX საუკუნის რუსი მეცნიერები
- სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები