ალექსანდრე სტოლეტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე სტოლეტოვი
Alexander stoletov.jpg
დაბ. თარიღი 29 ივლისი (10 აგვისტო) 1839
დაბ. ადგილი ვლადიმირი[1]
გარდ. თარიღი 16 (28) მაისი 1896 (56 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია Q19691959?
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და Q4113253?
განთქმული მოსწავლეები ალექსეი სოკოლოვი, ნიკოლოზ ზვორიკინი, ვლადიმერ მიხელსონი და დიმიტრი გოლდჰამერი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი

ალექსანდრე სტოლეტოვი (რუს. Алекса́ндр Григо́рьевич Столе́тов; დ. 29 ივლისი, 10 აგვისტო, 1839, ვლადიმირი — გ. 16 მაისი, 1896, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. გენერალ ნიკოლოზ სტოლეტოვის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე გრიგორის ძე სტოლეტოვი დაიბადა 1839 წლის 29 ივლისს, ღარიბი ვაჭრის ოჯახში. 1849-1856 წლებში სწავლობდა ვლადიმირის გიმნაზიაში, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, იგი სასწავლებლად წავიდა მოსკოვის ფიზიკა-მათემატიკის უნივერსიტეტში, სადაც ლექციებს უკითხავდა მიხეილ სპასკი. 1860 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, ორი წლის შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც დაიწყო მუშაობა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში კირხჰოფის, ხოლო გეტინგენში - ვებერის ხელმძღვანელობით. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა მოსკოვის უნივერსიტეტში. ემხადებოდა სადოქტორო დისერტაციის დასაცავად მაგნეტიზმში, ისევ გაემგზავრა საზღვარგარეთ, რათა კირხჰოფის ლაბორატორიაში მოემზადებინა თემის ექსპერიმენტული ნაწილი. ამ ნაშრომის შედეგებს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ელექტროტექნიკისათვის.

ალექსანდრე სტოლეტოვის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტოლესტოვს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფოტოეფექტის მოვლენაზე გამოკვლევებმა, რომლებსაც აწარმოებდა 1888-1890 წლებში. მისი ნაშრომები მაგნეტიზმში ელექტრული მანქანების გაანგარიშების საფუძველი გაზდა. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა პედაგოგიურ მოღვაწეობას და რუსეთში განათლებისა და მეცნიერების განვითარებისაკენ მიმართულ საქმიანობას. საკუთარი გამოცდილებისა და საზღვარგარეთ ნანახის საფუძველზე მან იცოდა, რომ ექსპერიმენტიდან მოწყვეტით ფიზიკის ნაყოფიერი შესწავლა არ შეიძლება. ამიტომ ძალასა და დროს არ იშურებდა მოსკოვის უნივერსიტეტთან კარგად აღჭურვილი ფიზიკური ლაბორატორიის შექმნისათვის. ასეთი ლაბორატორია სტოლეტოვის წყალობით ჩამოყალიბდა 1870 წელს.

ალექსანდრე ტოლესტოვი ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას. 1882 წელს ხელმძღვანელობა გადასცა თავის მოსწავლეს ა. პ. სოკოლოვს.უნივერსიტეტის სტოლეტოვისეულ ლაბორატორიაში სტუდენტური პრაქტიკუმის გარდა ტარდებოდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბევრი ცნობილი რუსი მეცნიერის, მათ შორის ლებედევის მიერ. სტოლეტოვის ლაბორატორიაში ხორციელდებოდა ცნობილი ცდები ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედებაზე და იქ დაწყებულმა გამოკვლევებმა მიგვიყვანა მყარ სხეულებზე სინათლის წნევის აღმოჩენამდე.

ალექსანდრე სტოლეტოვი მეცნიერული, მეცნიერულ-კრიტიკული შრომების და სახელმძღვანელოების ავტორია. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი სახელმძღვანელო „აკუსტიკისა და ოპტიკის შესავალი“. გარდა ამისა ამ გამოჩენილმა ფიზიკოსმა დაწერა მეცნიერულ-პოპულარული ნაშრომებიც. ალექსანდრე სტოლეტოვი მიეკუთვნებოდა პროგრესულ ინტელიგენციას და კრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის იმდროინდელი წყობილებისადმი, რის გამოც მეფის ხელისუფალთა წყრომა დაიტეხა თავს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიდი მეცნიერი, შესანიშნავი პროფესორი და კეთილშობილი ადამიანი მეცნიერებათა აკადემიის წევრთა რიგებში არ მიიღეს. ალექსანდრე სტოლეტოვი მონაწილეობდა სხვადასხვა მეცნიერული საზოგადოების მუშაობაში, აგრეთვე საერთაშორისო კონფერენციებშიც. მისი წინადადებით ელექტრონული წინაღობის ერთეულად მიღებულ იქნა ომი.

1891 წელს მიიღო დამსახურებული პროფესორის წოდება. ალექსანდრე სტოლეტოვი გარდაიცვალა 1896 წლის 16 მაისს, მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რ. სობესიაკი, დიდი ფიზიკოსები, გვ., 76-78, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Столетов Александр Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.