ალექსანდრე სკრიაბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე სკრიაბინი
Skrjabin Alexander.jpg
ალექსანდრე სკრიაბინი
ბიოგრაფია
დაიბადა 25 დეკემბერი, 1871 (6 იანვარი 1872)
მოსკოვი
წარმოშობა რუსი
გარდაიცვალა 14 აპრილი (27 აპრილი), 1915
მოსკოვი
ჟანრ(ებ)ი სიმბოლიზმი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო

ალექსანდრე სკრიაბინი (რუს. Алекса́ндр Никола́евич Скря́бин; დ. 25 დეკემბერი, 1871 (6 იანვარი 1872), მოსკოვი — გ. 14 აპრილი (27 აპრილი), 1915, მოსკოვი) — რუსი კომპოზიტორი და პიანისტი. 1884 წლიდან სწავლობდა ნიკოლაი ზვერევის კლასში, სადაც ასევე იყო რახმანინოვი, 1888-1892 წლებში კი მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ: არენსკი, ტანეევი და საფონოვი. მიუხედავად იმისა, რომ სკრიაბინი ადვილად ვერ აწვდენდა ხელს ოქტავაზე, ის საოცარ პიანისტად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო საკონცერტო კარიერაც დაიწყო 1894 წელს. სკრიაბინმა კონსერვატორიის წლებში დაიწყო მუსიკის შეთხზვა. მის ადრეულ ნაწარმოებებში შოპენის გავლენა იგრძნობა. ესენია: ნოქტიურნები, მაზურკები, პრელუდიები და ეტიუდები ფორტეპიანოსათვის. XIX საუკუნის ბოლოს კომპოზიტორმა დაიწყო საორკესტრო ნაწარმოებების შექმნა. ამ დროს მას უკვე ჰქონდა სოლიდური კომპოზიტორის რეპუტაცია და 1898 წელს მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორიც გახდა. 1903 წელს სკრიაბინმა მიატოვა მეუღლე და ოთხი შვილი და თავის ახალგაზრდა თაყვანისმცემელ ქალთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. დასავლეთ ევროპაში ყოფნისას, რაც ექვსი წელი გაგრძელდა, სკრიაბინმა დაიწყო საკუთარი ორიგინალური სტილის განვითარება, ეძებდა ახალ ჰარმონიულ სტრუქტურებსა და ჟღერადობას.

სკრიაბინს შეთხზული აქვს ათი საფორტეპიანო სონატა (მათ შორის სონატა #2 - „სონატა-ფანტაზია“, სონატა #7 - „თეთრი მესა“, სონატა #9 - „შავი მესა“) , პრელუდიები, მაზურკები, ეტიუდები, ვალსები, სიმფონიები, სიმფონიური პოემები (მათ შორის „ექსტაზის პოემა“, „პრომეთე“), საფორტეპიანო კონცერტი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]