ალექსანდრე როიტბაკი
| ალექსანდრე როიტბაკი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1919[1] [2] |
| დაბ. ადგილი | ოდესა[1] |
| გარდ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1991[2] (72 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | პროფესორი[3] , ფიზიოლოგი და ექიმი[2] |
| მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
ალექსანდრე ილიას ძე როიტბაკი (რუს. Ройтбак, Александр Ильич; დ. 17 თებერვალი, 1919, ოდესა — გ. 24 დეკემბერი 1991, თბილისი[4]) — ქართველი ფიზიოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1968). ივანე ბერიტაშვილის მოწაფე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თავის ტვინის ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის გამგე (1960 წლიდან).
მისი ძირითადი შრომები ეხება ნეიროფიზიოლოგიის საკითხებს. შეისწავლა თავის ტვინის ქერქის პირდაპირი პასუხები და დაასაბუთა დენდრიტულ პოტენციალთა პოსტსინაფსური ბუნება. ქერქის პირველადი პასუხები გამოიყენა პირობითი რეფლექსების გამომუშავებისა და ჩაქრობის პროცესების ანალიზისათვის.
აღმოაჩინა, რომ ქერქის რიტმული ელექტრული გაღიზიანებისას მასში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგზნების კერა — „დომინანტა“. დაადგინა, რომ ადამიანის რეაქციის დრო დაკავშირებულია სუნთქვის ფაზებთან, დაამტკიცა თავის ტვინის ქერქში ხანგრძლივ ელექტრულ პოტენციალთა წარმოშობაში ნეიროგლიის მონაწილეობა. როიტბაკი არის პირობითი რეფლექსების საფუძვლის დროებითი კავშირების წარმოშობაში ნეიროგლიის როლის ჰიპოთეზის ავტორი.
1960 წლიდან იყო თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Биоэлектрические явления в коре больших полушарий, ч. 1, Тб., 1955;
- Нейроглия и образование новых нервных связей в коре мозга, წგნ.: Механизмы формирования и торможения условных рефлексов, М., 1973.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 423.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Ройтбак Александр Ильич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 2.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #172348102 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ ალექსანდრე ილიას ძე როიტბაკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-04-16.