ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (აზერ. Puşkinin heykəli) — რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მდებარეობს მისივე სახელობის ბაღში პუშკინისა და უზეირ ჰაჯიბეკოვის ქუჩების კვეთაზე. პუშკინის ბრინჯაოს ძეგლის ავტორია სკულპტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი იური ორეხოვი. ეს ძეგლი ორეხოვის უკანასკნელ ნამუშევარს წარმოადგენს.[1]

ძეგლი გაიხსნა 2001 წლის 12 ოქტომბერს.[1] ცერემონიას ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, ქალაქის მერი ჰაჯიბალა აბუთალიბოვი და რუსეთის ფედერაციის ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ნიკოლაი რიაბოვი. ძეგლი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საჩუქარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც აღნიშნულ იქნა 2001 წლის 18 ოქტომბერს.

ყოველწლიურად პოეტის დაბადების დღეს ძეგლთან ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება პოეტის ხსოვნას. მათში იღებენ მონაწილეობას ოფიციალური პირები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ასევე დედაქალაქის მაცხოვრებლები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]