ალექსანდრე პუშკინის სახლ-მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე პუშკინის სახლ-მუზეუმი
Pushkin Apartment Museum SPB 05.jpg
კოორდინატები: 59°56′26″ ჩ. გ. 30°19′17″ ა. გ. / 59.94056° ჩ. გ. 30.32139° ა. გ. / 59.94056; 30.32139
დაარსდა 1927
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810584000
ვებსაიტი museumpushkin.ru

ალექსანდრე პუშკინის სახლ-მუზეუმი (რუს. Музей-квартира А. С. Пушкина) — მუზეუმი სანქტ-პეტერბურგში. ალექსანდრე პუშკინის სრულიადრუსული მუზეუმის ფილიალი. მუზეუმი მოგვითხრობს ალექსანდრე პუშკინის ცხოვრების უკანასკნელი წლების შეასხებ. მდებარეობს მისამართზე: 191186, სანქტ-პეტერბურგი, მდინარე მოიკის სანაპირო, სახლი 12[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადის ასულ სოფია ვოლკონსკაიას სახლში, მდინარე მოიკის სანაპიროზე ალექსანდრე პუშკინის ოჯახს ბინა ჰქონდა 1836 წლიდან. პოეტის გარდაცვალების შემდეგ სახლი არაერთხელ გადააკეთეს. მნიშვნელოვნად შეიცვალა სახლის არქიტექტურული სახე. 1924 წლის შემოდგომაზე პუშკინის ყოფილი ბინა გადავიდა პუშკინის წრის საზოგადოების „ძველი პეტერბურგის“ ხელში და დაიწყო მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც შემდეგ წლამდე გაგრძელდა. 1925 წლის 10 თებერვალს პოეტის აღდგენილ კაბინეტში შედგა კრება, რომელიც პუშკინის გარდაცვალების წლისთავს ეძღვნებოდა. პირველი მუზეუმი გაიხსნა რამდენიმე ოთახში 1927 წლის 13 თებერვალს, შემდეგ კი არსებითად გარდაიქმნა პუშკინის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით 1937 წლის 10 თებერვალს.

ამჟამად მუზეუმში შენახულია რამდენიმე ნამდვილი ავეჯი, რომლებმაც ათწლეულების შემდეგ კვლავ დაიკავა თავისი ყოფილი ადგილი. პოეტის საწერი მაგიდა და მისი საყვარელი ვოლტერს სავარძელი, ტროსტი და ჩიბუხი, სამელნე - ყველა ეს და სხვა ნივთები განთავსებულია კაბინეტში, რომელიც დღეს მოგვითხრობს ალექსანდრე პუშკინის შესახებ. პოეტის ცოლის, ნატალია გონჩაროვას ოთახში შესაძლებელია მისი პორტრეტის ხილვა, რომელიც შესრულებულია 1832 წელს ალექსანდრე ბრიულოვის მიერ. ასევე აქ შესაძლებელია მისი სუნამოს ფლაკონის, სამაჯურების და სხვა პირადი ნივთების ხილვა.

პუშკინისეული ავთენტური ნივთებიდან აღსანიშნავია პუშკინისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები. მუზეუმში ასევე დაცულია ნივთები, რომელიც დაკავშირებულია პოეტის დუელთან - ჟილეტი, თმის კულული, რომელიც შეიჭრა ივანე ტურგენევის თხოვნით, სამუილ გალბერგის მიერ შესრულებული გარდაცვლილის ნიღაბი, ასევე დივანი, რომელზეც 1837 წელს გარდაიცვალა პოეტი.

ქვედა სართულზე სადაც პუშკინის პერიოდში სამეურნეო ნაწილი იყო განთავსებული, ამჟამად განთავსებულია კომპოზიცია, რომელიც ეძღვნება პოეტის ცხოვრების უკანასკნელ თვეებს. ორ საშუალო დარბაზში წარმოდგენლია პუშკინის პერიოდის გრავიურები, აკვარელი და ლითოგრაფია. პოეტის მეგობრების პორტრეტები, პუშკინის ცოლის საქორწინო ფეხსაცმელები და ფარდაგის ფრაგმენტები. აქვე წარმოდგენილია მასალები, რომელიც მოგვითხრობს 1837 წლის 27 იანვრის დუელის შესახებ: 1836 წელს მიღებული ანონიმური პასკვილი, დუელის პირობა, რომელიც ხელმოწერილია ალექსანდრე პუშკინისა და ჟორჟ შარლ დანტესის სეკუნდანტების მიერ[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]