ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი თბილისში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი
Puskin Bust Tbilisi.jpg
მდებარეობა თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის სკვერი
მოქანდაკე ფ. ხადოროვიჩი
მასალა ბრინჯაო
დასრულების თარიღი 25 მაისი, 1892
მიძღვნილია ალექსანდრე პუშკინი

ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი თბილისშირუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი, ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედნის სიახლოვეს (მოქანდაკე ფ. ხადოროვიჩი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წლის 15 თებერვალს თბილისის პოლიცმეისტერმა ლ. ა. როსინსკიმ ქალაქის საკრებულოს მიმართა ხელმომწერთა თხოვნით: 1) ალექსანდრე პუშკინის ძეგლისათვის გამოყოფილიყო ადგილი ერივანსკის მოედანზე მდებარე ბაღში რომელსაც შემდგომში პუშკინის სკვერს დაარქმევდნენ, და 2) ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი ყოფილიყო სანქტ-პეტერბურგში მდებარე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბიუსტის ანალოგი. ბიუსტის შესაქმნელად შეგროვდა 2281 რუბ. 05 კაპ. შემოთავაზება მიღებულ იქნა ქალაქის დუმის მიერ 1890 წლის 30 აპრილს, ხოლო პროექტი დამტკიცდა პეტერბურგში 1891 წლის 14 მარტს.

პროექტი შესრულდა თავისუფალი მოქანდაკის — ფელიქს ხოდოროვიჩის მიერ თბილისში. შეთანხმებისამებრ, შესრულება 1891 წლის 1 ივნისს დაიწყო და 1891 წლის 19 ოქტომბერს დაამთავრა, რაზეც დაიხარჯა 2236 რუბლი. კონკრეტულად კი:

  1. კვარლცხლბეკი და ფუნდამენტი პორტლანდცემენტის საფუძველზე 975 რუბ. — კაპ.
  2. ბიუსტი ჩამოსხმული მუქი ვენეციური ბრინჯაოსაგან 900 რუბ. — კაპ.
  3. ლირა, გვირგვინი და ლენტები იმავე ბრინჯაოსაგან 280 რუბ. — კაპ.
  4. ყვითელი სპილენძისაგან ჩამოსხმული ასოები (27 ცალი) 81 რუბ. — კაპ.

ბიუსტი ჩამოასხეს პეტერბურგში კ. ვერფელის ქარხანაში. პიედისტალი კი თბილისში ქუთაისური წითელი და ნაცრისფერი ფერის კვადრებით დამუშავდა ვინჩენცო პალაჯის სახელოსნოში. პიედესტალზე დაგეგმილი იყო ორი წარწერა:

წინა მხარეს -

ვიკიციტატა
„რუს. Забуду ли кремнистыя вершины,Гремучіе ключи, увядшія равнины,Пустыни знойныя, края, гдѣ ты со мной Дѣлилъ души младыя впечатлѣнья.

ზურგის მახრეს -

ვიკიციტატა
„რუს. ...Одинъ въ вышинѣ Стою надъ снѣгами стремнины; Орелъ, съ отдаленной поднявшись вершины, Паритъ неподвижно со мною наравнѣ.

მაგრამ შემდგომ წარწერები ამოიღეს და და დარჩა სახელი, გვარი და მამის სახელი, რომელიც ასევე არ ჩაეტია და სახელი და მამის სახელი ჩაანაცვლეს ინიციალებით А . С.

1892 წლის 25 მაისს მოხდა ძეგლის საზეიმო გახსნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дѣло Тифлисской Городской Управы, 1-го Распорядительнаго отдѣленія, 1890 г., по описи № 31 „О сооруженію въ Тифлисѣ памятника Пушкину“

ინტერენეტ რესურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]