ალექსანდრე პტუშკო
ალექსანდრე პტუშკო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1900 ლუგანსკი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
6 მარტი, 1973 (72 წლის) მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ![]() |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
ჯილდოები |
![]() ![]() ![]() სსრკ სახალხო არტისტი ![]() |
ალექსანდრე ლუკას ძე პტუშკო (ნამდვილი გვარი პტუშკინი; რუს. Алекса́ндр Луки́ч Птушко́ (Пту́шкин); დ. 19 აპრილი, 1900, ლუგანსკი, რუსეთის იმპერია – გ. 6 მარტი, 1973, მოსკოვი, სსრკ) – რუსი და საბჭოთა კინორეჟისორი, სცენარისტი, რეჟისორ-მულტიპლიკატორი, მხატვარ-მულტიპლიკატორი და პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1969). I ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1947).
იყო ზღაპრული ჟანრის ოსტატი კინოში და კომბინირებული და ტრიუკების სცენების გადაღების სფეროში გამომგონებელი; მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი თოჯინური მულტიპლიკაციური ფილმის, პირველი საბჭოთა ფერადი ფილმის (მრავალშრიან ფერად ლენტზე), პირველი საბჭოთა ხმოვანი მულტიპლიკაციური ფილმის და პირველი ფართოეკრანიანი ფილმის (სტერეოხმით) შემქმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე პტუშკო დაიბადა ლუგანსკში, ეკატერინოსლავის პროვინციაში (ახლანდელი უკრაინა), გლეხების, ლუკა არტემის ძისა და ნატალია სემიონის ასულ პტუშკინების ოჯახში. ბავშვობიდან კარგად ხატავდა. 1919 წლიდან მუშაობდა დონეცკის მახლობლად მდებარე სოფელ კამიშევახაში შვიდწლიანი სკოლის ხელმძღვანელად, შემდეგ ბახმუტში, დონეცკის მეტალის მუშაკთა რაიონული კომიტეტის კულტურის განყოფილების ინსტრუქტორად.
1923-1926 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში და მუშაობდა მოსკოვის მშენებელთა კავშირის საორგანიზაციო განყოფილების მდივნად. მან გამოიცვალა რამდენიმე პროფესია (გაზეთის კორესპონდენტი, მსახიობი, დეკორატორი), სანამ 1927 წელს არ იპოვა თავისი მოწოდება კინოში.
მან დაიწყო „მოსკინოკომბინატში“, როგორც მხატვარ-მულტიპლიკატორმა და თოჯინების კონსტრუქტორმა. 1928 წელს შედგა მისი, როგორც რეჟისორ-ანიმატორის დებიუტი, აგრძელებდა რა იური მერკულოვის მიერ დაწყებული ფილმების სერიას მარიონეტული პერსონაჟის - ბრატიშკინის მონაწილეობით. 1932 წელს გადაიღო პირველი საბჭოთა ხმოვანი მულტფილმი „ყოფა-ცხოვრების ოსტატი“.
პტუშკოს მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ახალი გულივერი“ (1935), რომელიც დაფუძნებულია ჯონათან სვიფტის რომანზე. მასში, სხვადასხვა ზომისა და შესაძლებლობების თოჯინებთან ერთად (ათას ხუთასზე მეტი კლასიკური, ანიმაციური, არტიკულირებული, მექანიკური და დასაქოქი), ცოცხალი მსახიობი თამაშობდა. კომბინირებული გადაღების, დიზაინისა და მოწყობილობების ინოვაციურ მეთოდებს მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ საბჭოთა კინორეჟისორები, თოჯინებზე მუშაობის ღია ტექნიკა და მეთოდები კი ფართოდ გავრცელდა. კერძოდ, ფილმმა გავლენა მოახდინა მულტიპლიკაციის ჩეხური სკოლის განვითარებაზე.
სიმღერა „ჩემი პატარა ლილიპუტი“, რომელიც სტილიზებულია ალექსანდრე ვერტინსკის ნაწარმოებად, მყისიერად იქცა ჰიტად. ნატალია პტუშკო, რეჟისორის ქალიშვილი, მოგვიანებით იხსენებდა:
1988 წელს გამოვიდა პოპულარული სამეცნიერო ფილმი „ალექსანდრე პტუშკოს ზღაპრული სამყარო“[1], რომელიც გადაიღო ალექსანდრე ზახაროვმა, რომელიც მუშაობდა პტუშკოსთან მეორე რეჟისორად.
2009 წელს კინორეჟისორის კადრები შევიდა სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში „დიდი კომბინატორები“.

ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1935 : რსფსრ დამსახურებული არტისტი[2]
- 1957 : რსფსრ სახალხო არტისტი[3]
- 1940 : საპატიო ნიშნის ორდენი[4]
- 1944 : შრომის წითელი დროშის ორდენი[5]
- 1947 : სტალინის პრემია (პირველი ხარისხის) – ფილმისათვის „ქვის ყვავილი“[6]
- 1953 : ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „ვერცხლის ლომი“ – ფილმისათვის „სადკო“
- 1969 : სსრკ სახალხო არტისტი[7]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мультипликация фильмы. — М. Л.: Художественная литература, 1931. — 64 с. — 15 000 экз.
- в соавт. с Ренков Н. Комбинированные и трюковые киносъёмки / Н. Марковин. — М.: Госкиноиздат, 1941. — 135 с. — 2000 экз.
- в соавт. с Ренков Н. Комбинированные и трюковые киносъёмки / Н. Гарвей, З. Матиссен. — М.: Госкиноиздат, 1948. — 256 с. — 4500 экз.
- «Чудеса» кино // Наши достижения в области трюковых и комбинированных киносъёмок / Стенограмма публичной лекции, прочитанной в Центральном лектории Общества в Москве / В. И. Володин. — Всесоюзное общество по распространению политических и научных знаний. — М.: Правда, 1949. — 24 с. — 110 000 экз.
- Творчество и техника // Мудрость вымысла // Мастера мультипликации о себе и своем искусстве / Сост. и авт. вступ. ст. С. В. Асенин. — М.: Искусство, 1983. — 207 с. — 25 000 экз.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალექსანდრე პტუშკო“ ვიკისაწყობში.
- ალექსანდრე პტუშკო — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ალექსანდრე პტუშკო animator.ru-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Московская Синематека, Научно-популярное кино
- ↑ О награждении работников советской кинематографии. Постановление Центрального Исполнительного Комитета Союза ССР от 11 января 1935 // Правда : газета. — 1935. — 12 января (№ 12 (6258)). — С. 1.
- ↑ О награждении работников советской кинематографии. Постановление Центрального Исполнительного Комитета Союза ССР от 11 января 1935 // Правда : газета. — 1935. — 12 января (№ 12 (6258)). — С. 1.
- ↑ Награждение работников кинематографии // Комсомольская правда : газета. — 1940. — 24 мая (№ 118 (4600)). — С. 1.
- ↑ Указ Президиума Верховного Совета СССР «О награждении орденами и медалями работников кинематографии» // Литература и искусство : газета. — 1944. — 15 апреля (№ 16 (120)). — С. 1.
- ↑ Кино. Энциклопедический словарь Юткевича, 1987, с. 339.
- ↑ Кино. Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — М.: Советская энциклопедия, 1987. — 640 с. — 100 000 экз. с. 338.
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- დაბადებული 19 აპრილი
- დაბადებული 1900
- გარდაცვლილი 30 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1973
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რეჟისორები ანბანის მიხედვით
- რუსი რეჟისორები
- საბჭოთა კინორეჟისორები
- საბჭოთა სცენარისტები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები