შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესია
ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესია — რუსეთი
ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′23″ ჩ. გ. 30°23′02″ ა. გ. / 59.92306° ჩ. გ. 30.38389° ა. გ. / 59.92306; 30.38389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მუზეუმი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810593102
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე

ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესია (რუს. Благовещенская церковь Александро-Невской лавры) — უძველესი შემორჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1717-1724 წლებში ალექსანდრე ნეველის ლავრის ტერიტორიაზე. აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ტაძარში დაკრძალულები აიან საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო მოღვაწეები, მხედართმთავრები.

ტაძარი მდებარეობს მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მონასტირკას ხიდთან ახლოს. საბჭოთა პერიოდში იყო ქალაქის ქანდაკებების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი.

თავდაპირველად ტაძრის პროექტით დაკავებული იყო დომენიკო ტრეზინი, ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა კრისტოფ კონრადუ, რომელიც მშენებლობის ბოლო ეტაპზე შეცვალა თეოდორ შვერტფეგერმა. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1717 წელს. ტაძრის მშენებლობა სახურავამდე დასრულებული იყო უკვე 1719 წლისათვის, მაგრამ ცალკეული საქმიანობები გაგრძელდა 1724 წლამდე.

1720 წელს ეკლესიის სარდაფიდან დაიწყეს მიწის გატანა რათა მოეწყოთ განსასვენებელი 21 კაცზე, რომლებშიც განათავსებდნენ სამეფო ოჯახის წევრთა ცხედრებს. ქვედა ეკლესია-განსასვენებელი აკურთხეს 1725 წლის 25 მარტს. აქ პირველად დაკრძალეს დედოფალი პრასკოვია თეოდორეს ასული. გარდა ამისა პეტრე I დიდის ბრძანებით აქ გადაასვენეს მისი დის, ნატალია ალექსის ასულის და იმპერატორის შვილის პეტრე პეტრეს ძის ცხედრები, რომლებიც თავიდან დაკრძალულები იყვნენ ლაზარევის ეკლესიაში.

1762 წელს განსასვენებლის ცენტრალურ ნაწილში დაკრძალეს იმპერატორი პეტრე III. აქვე არიან დაკრძალულები ეკატერინე II-ის ასული ანა და დედოფალი ელისაბედ ალექსის ასული, ალექსანდრე I-ის ცოლი.

1800 წელს ლავრაში დაკრძალეს გენერალისიმუსი ალექსანდრე სუვოროვი.

საბჭოთა მმართველობის დროს საფლავის ქვები გადაიტანეს მუზეუმში და 1950 წელს მუზეუმი გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის. 1954 წელს მუზეუმი დახურეს სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

1989-1999 წლებში მიმდინარეობდა შენობის კომპლექსური რესტავრაცია. ამჟამად მეორე სართულის დარბაზში მდებარეობს ექსპოზიცია „XVII-XX საუკუნეების პეტერბურგის მონუმენტალური ქანდაკება“.

2013 წელს სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ტაძარს უბრუნებდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

  • В.Саитов. Петербургский Некрополь. 1913.
  • Русское художественное надгробие
  • Александро-Невская лавра. Описание Свято-Троицкой Александро-Невской лавры, с хронологическими списками особ, погребенных в церквах и на кладбищах Лаврских. СПб, в типографии А. Бородина и комп. 1842.