ალექსანდრე მოჟაისკი
| ალექსანდრე მოჟაისკი | |
|---|---|
| რუს. Алекса́ндр Фёдорович Можа́йский | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 9 (21) მარტი, 1825 |
| დაბ. ადგილი | კოტკა |
| გარდ. თარიღი | 20 მარტი (1 აპრილი), 1890 (65 წლის) |
| გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
| დასაფლავებულია | სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | military flight engineer, ოფიცერი[1] , აეროკოსმოსური ინჟინერი[1] და გამომგონებელი[2] |
| ალმა-მატერი | საზღვაო კადეტთა კორპუსი |
| მამა | Fyodor Mozhaysky |
| შვილ(ებ)ი | Q16677279? |
| ჯილდოები | წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი |
ალექსანდრე თედორეს ძე მოჟაისკი [რუს. Александр Фёдорович Можайский; დ. 9 (21) მარტი, 1825, როჩენსალმი, კოტკა — გ. 20 მარტი (1 აპრილი), 1890, პეტერბურგი] — რუსი მკვლევარი და გამომგონებელი ჰაერზე მძიმე საფრენთ აპარატების გამოგონების დარგში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე მოჟაისკი დაიბადა 1825 წელს საზღვაო ოფიცრის ოჯახში. 1841 წელს დაამთავრა საზღვაო კადეტთა კორპუსი. 1856 წლიდან დაიწყო კვლევითი მუშაობა ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატების შექმნის შესაძლებლობის შესახებ. მისი აზრით მფრინავ აპარატს უნდა ჰქონოდა ფრინველის მსგავსად ნავისებური ფორმა ფრთებით. 1876 წელს წარმატებით იფრინეს მის მიერ შექმნილმა მოდელებმა: 1881 წლის 3 ნოემბერს (1880 წლის 4 ივნისის განაცხადით) მიიღო თავის მიერ გამოგონებულ „ჰაერსაფრენ ყუმბარაზე“ (თვითმფრინავზე) რუსეთში პირველი პრივილეგია. 1881 წელს დაიწყო 2 ორთქლისმანქანიანი (20 და 10 ც. ძ. სიმძლავრის) თვითმფრინავის მშენებლობა, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. თვითმფრინავის გაფრენის ცდა წარუმატებლად დამთავრდა. მოჟაისკის საფრენი აპარატი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ადამიანის მიერ პილოტირებული თვითმფრინავის აგების ერთ-ერთ პირველ ცდას წარმოადგენს.
- მოჟაისკის თვითმფრინავის ნახაზი 1881 წლის „პრივილეგიიდან“
- მოჟაისკის თვითმფრინავის ილუსტრაცია
- მოჟაისკის თვითმფრინავის მაკეტი მუზეუმიდან
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 116-117.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Národní autority České republiky
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1089110065 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- დაბადებული 21 მარტი
- დაბადებული 1825
- გარდაცვლილი 1 აპრილი
- გარდაცვლილი 1890
- სანქტ-პეტერბურგში გარდაცვლილები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის ორდენის კავალრები (რუსეთის იმპერია)
- რუსი გამომგონებლები