ალექსანდრე მაყაშვილი (ხალხოსანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაყაშვილი.

ალექსანდრე მაყაშვილი (დ. 1855, იყალთო, თელავის მაზრა — გ. 1908) — ქართველი რევოლუციონერი, ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. მე-3 კლასიდან გამოვიდა და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც დაუახლოვდა კავკასიელთა რევოლუციურ წერეს. 1876 წელს სამხედრო გზის გავლით დაბრუნდა საქართველოში. გზადაგზა გლეხებში ავრცელებდა აკრძალულ წიგნებს. იყალთოში შექმნა ფარული წრე, რომელიც ხელმძღვანელობდა 1870-იან წლებში კახეთში ხალხოსნურ მოძრაობას. დადიოდა კახეთის სოფლებში, ხალხს უკითხავდა და ავრცელებდა აკრძალულ წიგნებს. 1876 წლის ზაფხულში დააპატიმრეს. პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 3 თვე. შემდეგი ერთი წელი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველიძე, ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 507, თბ. 1983 წელი.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბილისი, 1970