ალექსანდრე მაკედონელის სტატერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე მაკედონელის სტატერიოქროს მონეტა, მოჭრილი ალექსანდრე მაკედონელის სახელით ძვ. წ. IV საუკუნეში, საშუალო წონა 8,6 გრ. ასრულებდა საერთაშორისო ფულის ერთეულის როლს. მონეტის შუბლზე გამოსახულია მუზარადიანი ათენას პროფილი, ზურგზე — ფრთოსანი ქალღმერთი ნიკე და ბერძნული ზედწერილი: „Alexandru“ ან „Basileös Alexandru“ („ალექსანდრესი“ ან „ალექსანდრე მეფისა“). მეფის ტიტულის მოთავსება ალექსანდრე დიდმა თავის მონეტაზე ძვ. წ. 329 წლიდან დაიწყო.

ალექსანდრე მაკედონელის სტატერი გავრცელებული იყო საქართველოშიც. აღმოჩენილია სოფ. ჭიორაში (ონის მუნიციპალიტეტი), რიყე (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ბაბუშერა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი), ფიჭვნარი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ვანი (ვანის მუნიციპალიტეტი), მცხეთასა და სვანეთში (მდ. ნეკრესის ველი, სოფ. ჭუბერიდან 20 კმ.; სოფ. თავრალი, ჭუბერი, ზემო მარხი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]