ალექსანდრე მაკარიძე
ალექსანდრე მაკარიძე (დ. 31 იანვარი, 1948 — გ. 30 აპრილი, 2024) — ქართველი ფსიქიატრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1972–1973 წლებში მუშაობდა ბედიანის რესპუბლიკურ-ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1973–1977 წლებში რუსთავის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში. 1977–1994 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1994 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში და კლინიკის უფროსი ექიმია. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება კლინიკო-ბიოლოგიურ შეფასებას სხვადასხვა გენეზის დეპრესიების დროს.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „შიზოფრენიის ზოგიერთი ნეიროლეპსიური პრეპარატებით მკურნალობის დროს სისხლში ქოლინესტერაზის აქტივობა“, რომელიც დაიცვა 1979 წელს.