ალექსანდრე ლიკოპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ლიკოპოლელი
დაბ. თარიღი III საუკუნე
დაბ. ადგილი ასიუტი
საქმიანობა კათოლიკე მღვდელი და მწერალი

ალექსანდრე ლიკოპოლელი (ბერძ. Αλέξανδρος Λυκοπόλεως) (დ. III ს., ეგვიპტე[1] — გ. IV ს.) — ქრისტიანი ღვთისმეტყველი, ნეოპლატონიკოსი, მანიქეველობის საწინააღმდეგო ტრაქტატის ავტორი. ცნობები ალექსანდრეს ცხოვრების შესახებ არ შემონახულა. მხოლოდ ის ვიცით, რომ პატრიარქი ფოტისი ასახელებს მას ლიკოპოლისის ეპისკოპოსად[2]. არსებობს ცნობები, რომ თავდაპირველად მანიქეიზმს აღიარებდა და მხოლოდ შემდგომ პერიოდში მოექცა ქრისტიანობაზე. არსებობს ორი მოსაზრება ალექსანდრეს ლიკოპოლელად წოდების შესახებ: 1. ლიკოპოლისი აღნიშნავს დაბადების ადგილს[3]; 2. საეპისკოპოსო ქალაქი.

მისი ტრაქტატი მანიქეველობის წინააღმდეგ შეიცავს ოცდაექვს თავს, შესულია ქრისტიანულ ანტიმანიქეველურ სხვადასხვა კრებულში და ცნობილია თავისი გამოსვლით მანიქეველური კოსმოლოგიის წინააღმდეგ. ალექსანდრეს ეს შრომა შესულია პატროლოგია გრეკას მე-18 ტომში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ante-Nicene Fathers Vol. VI, Philip Schaff et al., Alexander of Lycopolis
  • Alexandri Lycopolitani contra Manichaei opiniones disputatio, ed.A. Brinkmann, Leipzig, 1895
  • F. C. Baur, Das manichäische Religionssystem nach den Quellen neu untersucht, Tübingen, 1831; repr. Göttingen, 1928
  • H. J. Polotsky, “Manichäismus,” Pauly-Wissowa, Suppl. VI, cols. 240-71; repr. with addition and corrections in G. Widengren, Das Manichäismus, Darmstadt, 1977, pp. 101-44
  • H. H. Schaeder, “Urform und Fortbildungen des manichäischen Systems,” Vorträge der Bibliothek Warburg 4, 1927, pp. 65-157 (cf. R. Reitenstein, Die Vorgeschichte der christliche Taufe, Berlin and Leipzig, 1929, pp. 92-102)
  • G. Widengren, Mani and Manichaeism, London, 1965, pp. 136ff

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopedia Iranica, Alexander of Lycopolis http://www.iranicaonline.org/articles/alexander-of-lycopolis 
  2. Photius, Contra Manichæos, I:11
  3. Christie, Albany James (1867). "Alexander Lycopolites". In William Smith. Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology1. Boston: Little, Brown and Company. p. 118