შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ლენსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე ლენსკი (დ. 1 ოქტომბერი, 1847, კიშინიოვი — გ. 13 ოქტომბერი, 1908, მოსკოვი) — რუსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის თეორეტიკოსი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1865 წელს. 1872-1873 წლებში იყო თბილისის რუსული თეატრის მსახიობი. 1876 წლიდან გარდაცალებამდე მოღვაწეობდა მცირე თეატრში. იყო მცირე თეატრის ფილიალის, ახალი თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1888 წლიდან ასწავლიდა მოსკოვის თეატრალურ სასწავლებელში.