შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე კოშიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე კოშიცი


ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 31 აგვისტო (12 სექტემბერი), 1875[1]
დაბ. ადგილი კიევის გუბერნია
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი, 1944(1944-09-21)[2] [3] (69 წლის)
გარდ. ადგილი უინიპეგი
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი
ალექსანდრე კოშიცი ვიკისაწყობში

ალექსანდრე კოშიცი ( დ. 31 აგვისტო [[[12 სექტემბერი]]] 1875, , სოფელი რომაშკი, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 21 სექტემბერი, 1944, უინიპეგი, მანიტობა, კანადა ) — უკრაინელი საგუნდო დირიჟორი, კომპოზიტორი, ფოლკლორისტი და პედაგოგი.

დაიბადა 1875 წლის 31 აგვისტოს ( 12 სექტემბერს ), მღვდლის ოჯახში, რუსეთში, კიევის გუბერნიის სოფელ რომაშკში, რომელიც აჟამად შედის კიევის ოლქის მირონოვსკის რაიონში. მშობლები: ანტონ იგნატიევიჩ პორაი-კოშიცი (დ. 1830, გ. 1898) და ევდოკია მიხაილოვნა მაიაკოვსკაია (დ. 1836, გ. 1911). ვაჟი — დიმიტრი კოშიცი.

ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა ზვენიგოროდკას მიდამოებში გაატარა.


დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია . სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დაავადდა ტუბერკულოზით და მისი ძმის ფიოდორისა და დების მიერ შეგროვებული თანხით სამკურნალოდ გაემგზავრა ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც იმყოფებოდა 1902 წლის თებერვლიდან აპრილამდე. გამოჯანმრთელების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგუნდო სიმღერის პედაგოგად სტავროპოლისა და ტფილისის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგროვებდა უკრაინულ სიმღერებს ყუბანში, სადაც ჩაწერა 500-ზე მეტი სიმღერა. ხელმძღვანელობდა ბოიანის ფილარმონიული საზოგადოების (1905-1906), კიევის უნივერსიტეტის (1908-1917), კიევის კონსერვატორიის (1913 წლიდან), ქალთა უმაღლესი კურსების გუნდებს და ასევე დირიჟორად მუშაობდა ნიკოლაი სადოვსკის თეატრში. ამ პერიოდში ალექსანდრე კოშიცი გახდა არაერთი სულიერი ნაწარმოების ავტორი.

1910-იან წლებში ალექსანდრე კოშიცი გახდა (კ. სტეცენკოსთან ერთად) უკრაინის საგუნდო კაპელის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. კაპელასთან ერთად იგი ემიგრაციაში წავიდა 1919 წელს. გამოდიოდა ევროპისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ეწეოდა უკრაინული სიმღერის პოპულარიზაციას.

გარდაიცვალა 1944 წლის 21 სექტემბერს კანადის ქალაქ ვინიპეგში . იქვე გამოიცა მისი „მოგონებები“ (ნაწილი 1 – 1947; ნაწილი 2 –1948). კოშიცის სახელს ატარებს უკრაინული გუნდი კანადაში.

  • Koshetz, Oleksander (1952–1974) З піснею через світ: подорож української республиканської капелі (Z pisneiu cherez svit: podorozh ukrains’koi respublikans’koi kapeli), 3 volumes. Winnipeg, Культура і освіта (Kul’tura i osvita).
  • Кошиць О. Спогади. — Част. 1. — Вінніпег, 1947.
  • Кошиць О. Спогади. — Част. 2. — Вінніпег, 1948.
  1. Митці України: Енциклопедичний довідник / К. А. ВікторовичКиїв: Енциклопедичне видавництво, 1992. — 848 გვრ. — ISBN 5-88500-042-5
  2. SNAC — 2010.
  3. Český hudební slovník osob a institucí