ალექსანდრე კილაბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე კილაბერიძე
დაბადების სახელი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კილაბერიძე
დაბადების თარიღი 1920
ხაშური
გარდაცვალების თარიღი 10 ოქტომბერი, 1944
შიაულიაი, ლიტვა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
მშობლები მამა: ნიკოლოზ კილაბერიძე

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კილაბერიძე (დ. 1920, ხაშური, საქართველო — გ. 10 ოქტომბერი, 1944, შიაულიაი, ლიტვა) — ქართველი მაიორი, პილოტი-გამანადგურებელი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კილაბერიძე დაიბადა 1920 წელს, ხაშურში. 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში, სადაც დაამთავრსა პილოტთა სამხედრო საავიაციო სკოლა, იყო პილოტი — გამანადგურებელი. 1941 წლის ნოემბერში უმცროსი ლეიტენანტი კილაბერიძე გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. მან რამდენიმე წარმატებული საჰაერო დავალების შესრულების შემდეგ ორჯერ მიიღო წითელი დროშის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი.

1944 წლის 10 ოქტომბერს მაიორი ალექსანდრე კილაბერიძე ლიტვის ქალაქ შიაულიაიში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]