ალექსანდრე კერენსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე კერენსკი

ალექსანდრე კერენსკი (რუს. Александр Фёдорович Керенский; დ. 1881 — გ. 1970) — რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე. 1919 წლიდან ემიგრაციაში წავიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნატა ახმეტელი, ნიკო მურღულია, მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია, თბ., 2008