ალექსანდრე ინოსტრანცევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ინოსტრანცევი
Inostranzeff, Alexander.jpg
დაბ. თარიღი 12 (24) ივლისი 1843
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი 1919(1919-12-31)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო პეტროგრაფია
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი

ალექსანდრე ინოსტრანცევი (რუს. Александр Александрович Иностранцев; დ. 24 ივლისი [ ძვ.ს სტ. 12 ივლისი] , 1843, პეტერბურგი — გ. 31 დეკემბერი, 1919, პეტერბურგი) — რუსი გეოლოგი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1901). 1867 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, 1873 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი.

ალექსანდრე ინოსტრანცევის ძირითადი მეცნიერული შრომები მიეძღვნა რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთი მონაკვეთის გეოლოგიურ აგებულებას. 1867 წელს რუსეთში პირველმა შემოიღო ქანების მიკროსკოპული კვლევის მეთოდი; იკვლევდა მეტამორფიზმის, სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. წვლილი შეიტანა პალეოგეოგრაფიის განვითარებაში. 1882 წელს ლადოგის ტბის სანაპიროზე აღწერა პირველყოფილი ადამიანების სადგომი. პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნა გეოლოგიური მუზეუმი და გეოლოგიური კაბინეტი. ალექსანდრე ინოსტრანცევის პატივსაცემად სახელი ეწოდა პერმული დროის ცხოველს — ინოსტრანცევიას და მყინვარს კუნძულ ახალ მიწაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геологический очерк Повенецкого уезда Олонецкой губернии и его рудных месторождений, СПБ, 1877 (Материалы для геологии России, т. 7);
  • Геология. Общий курс, т. 1, 5 изд., СПБ, 1914; т. 2, 4 изд., СПБ, 1912.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кузнецов С. С., Отечественные геологи, М., 1958.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Иностранцев Александр Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.