ალექსანდრე იმნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმნაძე.
ალექსანდრე იმნაძე
Alexander Imnadze.jpg
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1919(1919-12-31)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1981(1981-10-01) (61 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
საქმიანობა კლიმატოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალექსანდრე იმნაძე (დ. 31 დეკემბერი, 1919 — გ. 1 ოქტომბერი, 1981) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე იმნაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდრო-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1941 წელს.[1]

1941–45 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში. 1945 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში; 1952 წლამდე იყო თბილისის აერომეტეოროლოგიური სადგურის უფროსი ინჟინერ-სინოპტიკოსი; 1952–57 წლებში ამ სადგურის უფროსი; 1957–78 წლებში მუშაობდა თბილისის ამინდის ბიუროში — გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომი.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტეოროლოგიური დაკვირვება სკოლაში. თბილისი, ცოდნა, 1961.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.