შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე თოფურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე თოფურია
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1996; 29 წლის წინ (1996-01-28)
ჰალე, გერმანია
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ესპანეთის დროშა ესპანეთი
ორგანიზაცია UFC
სიმაღლე 170 მ
წონა 63 კგ
ზედმეტსახელი ელ კონკისტადორი
(ესპ. El Conquistador)
სტილი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს, კრივი, კიკბოქსინგი

ალექსანდრე თოფურია (დ. 28 იანვარი, 1996, ჰალე, გერმანია) — ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი მებრძოლი. იგი ამჟამად ასპარესობს ზემსუბუქ წონით დივიზონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC).

დაიბადა 28 იანვარს, 1996 წელს, გერმანიაში ვესტფალიის ქალაქ ჰალეში, ქართულ ოჯახში. 2004 წელს მისი ოჯახი საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2013 წელს, როცა ალექსანდრე 16 წლის იყო ისინი ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. იგი და მისი ძმა ილია თოფურია პირველი ქართველები არიან ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელნი გახდნენ. [1]

ალექსანდრეს ანგარიშზე სულ ჩატარებულია 6 ბრძოლა საიდანაც ერთხელ დამარცხდა, 5 გამარჯვებიდან ალექსანდრემ 3 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ორი მტკივნეული ილეთით. უკანასკნელად მან გასული წლის მაისში ტურნირ „WOW 9-ში“ იბრძოლა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

ალექსანდრეს UFC-ის კონტრაქტზე მოლაპარაკება 2023 წელსაც მიმდინარეობდა და 2024 წლის 8 აგვისტოს მან ოფიციალურად თავად განაცხადა სოციალურ ქსელში UFC-ში მონაწილეობის შესახებ.[2][3] მისი დეიუტი UFC-ში 2025 წლის 9 თებერვალს, UFC 312-ზე, კოლბი თიქნესის წინააღმდეგ შედგა, სადაც მან სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვება მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.[4]

2025 წლის 22 ნოემბერს, UFC Fight Night 265-ზე, ალექსანდრე თოფურია ყაზახ მებრძოლს, ბეზკატ ალმახანს დაუპირისპირდა, სადაც მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ალექსანდრე თოფურია გამოაცხადეს.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Aleksandre Topuria - Fighter Details en. Tapology.com. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2025.
  2. „ალექსანდრე თოფურია: ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი UFC-სთან“. Europop. 9 აგვისტო, 2024. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Aleksandre Topuria - Fighter Details. ESPN. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2025.
  4. „ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია — ჩხუბი 22 ნოემბერს გაიმართება“. CrystalSport. 3 სექტემბერი, 2025. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. „UFC — ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა“. 1TV. 22 ნოემბერი, 2025. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)