ალექსანდრე თელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე თელია
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1954(1954-06-30) (69 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ალექსანდრე თელია (დ. 30 ივნისი, 1954, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედიატრი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1978-1979 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინტერნი. 1979-1981 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1981-1984 წლებში გახდა ალერგიის კათედრის ასპირანტი. 1984-1994 წლებში კი ასისტენტი. 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკურ-იმუნოლოგიის კათედრაზე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: 1994-1996 წლებში იყო კათედრის დოცენტი. 1994 წლიდან არის ბავშვთა რესპუბლიკური რეაბილიტაციის ცენტრის პედიატრიული განყოფილების გამგე. 1996-2001 წლებში იყო კათედრის გამგე, 2003-2005 წლებში კი ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 2005-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი (1977 წლიდან). ერთი სადოქტოროსა და ოთხი საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური კონსულტანტი და ხელმძღვანელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ალერგოზების ეპიდემიოლოგიას, ბრონქული ასთმის, კვებითი ალერგიისა და ატოპიური დერმატიტის შესწავლას ბავშვთა და მოზრდილთა პოპულაციაში და სხვა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „იმუნოგლობულინ E-თი განპირობებული ალერგიული რეაქციათა როლი ბავშვთა ასაკის ალერგოზებში“, დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ბრონქული ასთმა ბავშვთა ასაკში“, დაიცვა 1993 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 118
  • საქართველო: ენციკლოპედია, ტ. IV, თბ., 2018, გვ. 35-36

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]