ალექსანდრე ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.
ალექსანდრე ებრალიძე

ალექსანდრე იოსების-ძე ებრალიძე (რუს. Александр Иосифович Эбралидзе; დ. 20 ივნისი, 1955, ბათუმი) — ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი. ღსს „ტალიონის“ გენერალური დირექტორი, ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1955 წელს ბათუმში. დედა — მათემატიკის მასწავლებელი, მამა — რუსული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის. ბავშვობიდან აქტიურად იყო სპორტით დაკავებული - კრივითა და შტანგით. 1971 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ გადასახლდა რუსეთში.

საბაზისო განათლება — ისტორიული – მიიღო რუსეთის ა. ი. ჰერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. მეორე განათლება — იურიდიული — მიღებული აქვს სანქტ-პეტერბურგის იურიდიულ აკადემიაში.

1992 წელს დააარსა ღსს ”ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრი” , ამჟამად ღსს ”ტალიონი”, რომლის გენერალური დირექტორიც ამჟამად არის. კომპანია დაკავებულა დეველოპერული, სარესტორნო, ტურისტული და გამომცემლობითი საქმიანობით. წარმატებით განახორციელა სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრის შენობების რეკონსტრუქციისა და აღდგენის, მათ შორის ელისეევის სახლისა და შერემეტიევოს სასახლის, პროექტები, აქტიურადაა დაკავებული ოსტერმან-ტოლსტოის სასახლის რეკონსტრუქციით. ყველა რეკონსტრუირებულმა შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერი. ტვერის რაიონის ქ. ტორჟოკში დააარსა ხე-ტყის გადამამუშავებელი ინოვაციური საწარმო LVL -პანელების წარმოებისათვის.

სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ”ალექსანდრე ნეველის” დამფუძნებელი, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში პეტრე ბაგრატიონისათვის ძეგლის დადგმის ინიციატორი და სპონსორი.

ჰყავს ცოლი, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის თებერვალში ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე.[1] კონგრესის წევრები კრიტიკულად აფასებენ მ. სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობას, მოუწოდებენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენისაკენ. საინფორმაციო სააგანტოს Regnum ონ-ლაინ კონფერენციისას ებრალიძემ აღნიშნა, რომ გაცნობიერებული აქვს რუსეთის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ, მაგრამ ამას მხარს არ უჭერს. [2]

2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში განაცხადა თავისი სურვილის შესახებ დაიწყოს ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტისათვის[3]

2009 წლის 3 ივნისს რადიო თავისუფლების პროგრამაში ”სტუმრების დრო” ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველ და რუს ხალხთა შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელოვნობას. [4]

14 ივნისს გაზეთში ”ვერსია გამოქვეყნდა ინტერვიუ ა.ი. ებრალიძესთან, რომელშიც მან განაცხადა: ”პირველი, რასაც მე შევუდგები, საქართველოს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, იქნება ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუ არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება - საქართველოს კატასტროფა ელოდება”. [5]

დაგეგმილი აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ისტორიულ სამშობლოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის გაზეთის გამოშვება, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნა საქართველოში.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Обращение Всемирного конгресса народов Грузии დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine. . ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი. 2009 წლის 12 მარტი
  2. Онлайн-конференция с президентом «Всемирного конгресса народов Грузии» Александром Ебралидзе დაარქივებული 2009-04-11 საიტზე Wayback Machine. . ИА REGNUM. 2009 წლის 7 აპრილი
  3. Конференция Ассамблеи народов Грузии открылась 14 мая в Сочи. Она проходит впервые после образования Ассамблеи в 2008 году დაარქივებული 2012-02-25 საიტზე Wayback Machine. . ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი. 2009 წლის 14 მაისი
  4. Александр Ебралидзе в прямом эфире «Радио Свобода» დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი. 2009 წლის 4 ივნისი
  5. Интервью Александра Ебралидзе газете «Версия» დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი. 2009 წლის 15 ივნისი