ალექსანდრე დობორჯგინიძე
იერსახე
ალექსანდრე მათეს ძე დობორჯგინიძე (დ. 15 აგვისტო, 1902, ფოთი, — გ. 20 ივლისი, 1950, ბორჯომი) — ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორი.
მისი პირველი საჭადრაკო ნაწარმოები დაიბეჭდა 1928 წელს. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი კომპოზიცია. იყო საკავშირო და საერთაშორისო კონკურსების რამდენიმე პირველი პრიზის მფლობელი. აღზარდა ქართველ საჭადრაკო კომპოზიტორთა მთელი თაობა. მისი თაოსნობით საქართველოში პირველად მოეწყო საჭადრაკო კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსები (1930, 1933).
საჭადრაკო კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამოხსნა:
1. მფf7
1. ... f:e4
2. მf5+ მფ:f5
3. g4#
1. ... d:e4
2. მc4+ მფd5
3. მb6#
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაბიძე ო., გამოჩენილი ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორი, «მერანი», 1986, №12.
- გიორგაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 464.
- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 52.