ალექსანდრე დადეშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე (სანდრო) ალექსანდრეს ძე დადეშქელიანი (დ. 20 ნოემბერი, 1917, თბილისი, — გ. 23 სექტემბერი, 1972, ხაბაროვსკი) — ქართველი ცირკის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1969).

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. დაბადებიდანვე უხელო იყო (ატარებდა პროთეზს), საცირკო ნომრებს ხელების მაგივრად ფეხებით ასრულებდა. თავისი ორიგინალური შესრულების მანერით 35 წელზე მეტ ხანს გამოდიოდა არენაზე. II მსოფლიო ომის პერიოდში იგი საცირკო ბრიგადასთან ერთად ხშირად მართავდა წარმოდგენებს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნორჩი მფრინავი“ (1928), „გოგი რატიანი“ (1927).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]