ალექსანდრე გუგუციძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე გუგუციძე (დ. 2 მაისი, 1929, როხი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1954-1963 წლებში იყო ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი. 1963-1966 წლებში თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გულ-მკერდის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი. 1966-1977 წლებში ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, რაიონის მთავარი ქირურგი. 1977-1991 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1991-1996 წლებში ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის ქირურგი-კონსულტანტი. 1996 წლიდან ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი

1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კუდმახვილა ჭიით გამოწვეული აპენდიციტის კლინიკისა და დიფერენციული დიაგნოზის საკითხისათვის.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1986 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 82

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]