ალექსანდრე გრიგოლია (ანთროპოლოგი)
იერსახე
ალექსანდრე გრიგოლია (დ. 31 აგვისტო, 1896, ფოთი, — გ. 13 მაისი, 1979, სანტა-კრუზი, ბოლივია) — ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ანთროპოლოგი.
სწავლობდა პარიზსა და ბერლინში. საქართველოში გასაბჭოების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი. იქვე დაიცვა დოქტორის ხარისხი (1939, დისერტაცია — „ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი“) და მუშაობდა პროფესორად. უითონის კოლეჯში (ილინოისი) დააფუძნა და სათავეში ედგა ანთროპოლოგიის დეპარტამენტს. 1968 წელს მიიღო ემერიტუს პროფესორის სტატუსი. მისი ფუნდამენტური ნაშრომი ქართველ მთიელთა წეს-ჩვეულებებზე დღემდე ამ საკითხის ყველაზე სრულყოფილ კვლევად ითვლება; ქართულად თარგმნა და გამოსცა თავისუფალმა უნივერსიტეტმა კახა ბენდუქიძის ინიციატივით 2012 წელს.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Grigolia, A., Custom and Justice in the Caucasus:The Georgian Highlanders (Ph.D. Dissertation, University of Pennsylvania, 1939).
- Grigolia, A. 1960. "The Caucasus and the Ancient Pre-Greco-Roman Culture World", Bedi Karthlisa 34-35: 97-104.
- Grigolia, A. 1962. "Milkrelationship in the Caucausus" Bedi Karthlisa 41–42: 148–67.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kiknadze, Z. (2015). Alexander Grigolia. Custom and Justice in the Caucasus: the Georgian Highlanders. KADMOS, (7), 402-410.