ალექსანდრე გორდელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე გორდელაძე (დ. 16 თებერვალი, 1955, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1979-1979 წლებში იყო თბილისის II საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი. 1979–1981 წლებში ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი. 1981–1983 წლებში კლინიკური ორდინატურის სრული კურსი გაიარა მოსკოვში, ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში. 1983–1987 წლებში მუშაობდა ფასანაურში ქირურგად. 1987–1989 წლებში იყო ბოლნისის რაიონის მთავარი ქირურგი. 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №3 ქირურგიის კათედრის დოცენტი.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გართულებები კუჭუკანა ჯირკვალზე ოპერაციის შემდეგ.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 78

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]