ალექსანდრე გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.

ალექსანდრე გიორგის ძე გაბაშვილი (დ. 22 იანვარი, 1875, თბილისი — გ. 27 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი (1917).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. 1904–1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1906–1913 წლებში მსახურობდა ირკუტსკის და თურქესტანის სამხედრო ოლქებში; 1914–1918 წლებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1918 წლიდან დაინიშნა მე–11 წითელი არმიის შტაბში. 1920 წლიდან იყო აზერბაიჯანის სსრ-ის სამხრეთ საზღვრის სახალხო კომისარიატის სამხედრო ნაწილის უფროსი. მას დავალებული ჰქონდა აზერბაიჯანის წითელი არმიის ჩამოყალიბება. 1921 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს სსრ-ის სამხედრო-საზღვაო კომისარიატში შტაბის და სამხედრო ნაწილის უფროსად. 1923–1928 წლებში იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ჯარების შტაბში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1928 წელს თადარიგში გავიდა. ეწეოდა სამხედრო–პედაგოგიურ მოღვაწეობას. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]