ალექსანდრე ბიბილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბიბილაშვილი (დ. 14 იანვარი, 1916, სოფ. ქვედა საქარა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ― გ. 10 ოქტომბერი, 1944, მდ. ნემანის დასავლეთი ნაპირი) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 მარტი, 1945, სიკვდილის შემდეგ).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს დაამთავრა ზესტაფონის I საშუალო სკოლა, 1941 — საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. წითელი არმიის რიგებში იყო 1941 წლიდან, იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმსა და ბალტიისპირეთში. თავი გამოიჩინა მდ. დაუგავის გადალახვისა და მის ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისათვის ბრძოლებში. 1944 წელს გმირულად დაიღუპა მდ. ნემანის დასავლეთ ნაპირზე წარმოებულ ბრძოლაში. დაკრძალულია ქ. ტაურაგეს (ლიტვა) ძმათა სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 354, თბ., 1977 წელი.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]