ალექსანდრე ბერაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ბერაია
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1929 (1929-05-08) (94 წლის)
სენაკი, სამეგრელო
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 2001 (71 წლის)
დაკრძალულია სოფელ წეროვანის სასაფლაო, მცხეთის რაიონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
საქმიანობა სოფლის მეურნეობის მუშაკი

ალექსანდრე ბერაია (დ. 8 მაისი, 1929 — გ. 10 მარტი, 2001) — ქართველი მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სენაკის სამეცნიერო საწარმოო საცდელი სადგურის დირექტორად (1958-1990). სოიასა და სიმინდის რამდენიმე დარაიონებული ჯიშისა და ჰიბრიდის ავტორი, მის მიერ გამოყვანილი სოიას ჯიში „კოლხიდა-4“ მიჩნეულია მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად და შეყვანილია სოფლის მეურნეობის ენციკლოპედიაში, როგორც ათი საუკეთესო ჯიშიდან ერთ-ერთი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით არის გამოყვანილი კიდევ რამდენიმე სოიას ჯიში: „უნივერსალი-1“, „მეგრული-2“, „სენაკი“ და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 123 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, რომელიც იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირის წამყვან სამეცნიერო პოპულარულ გამოცემებში. იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. „ВАК“-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა წამყვანი მეცნიერ მუშაკის ხარისხი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]