ალექსანდრე ბაჩიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე ბაჩიაშვილი (დ. 28 ივლისი, 1949, თელავი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 2005 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1978-1991 წლებში იყო მოსკოვის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მუცლის ქირურგიის განყოფილების უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992-2006 წლებში თბილისის სამედიცინო აკადემიის I ქირურგიის კათედრის პროფესორი. 1994-1998 წლებში რესპუბლიკის მთავარი ქირურგი. 1995-2006 წლებში სამედიცინო აკადემიის კლინიკის დირექტორი. არის 55 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების და ორი სასარგებლო მოდელის ავტორი.

1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „არაორგანული სიმსივნეების კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი თბ., 2006 გვ. 65

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]