ალექსანდრე ბაკურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ბაკურაძე
დაბ. თარიღი 28 ნოემბერი 1905(1905-11-28)
დაბ. ადგილი რეხა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 4 მაისი 1987(1987-05-04) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბაკურაძე (დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 11 დეკემბერი], 1905, სოფელი რეხა, ახლანდელი წალკის მუნიციპალიტეტი ― გ. 4 მაისი, 1987, თბილისი) — ქართველი ფიზიოლიგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1955), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), ივანე ბერიტაშვილის ნეიროფიზიოლოგიის სკოლის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1934 მუშაობდა ლენინგრადში, აკადემიკოს ი. პავლოვისა და ე. ლონდონის ლაბორატორიაში. 1945-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრას, 1966-იდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პრიმატების ქცევის შემსწვლელი ლაბორატორიის გამგე იყო, 1969-1975 — ამავე ინსტიტუტის დირექტორი,1952-1956 — საქართველოს ფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე.

დაამუშავა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების შესწავლის მეთოდები, შეისწავლა ამ სისტემის ნერვული სარეგულაციო მექანიზმები. შეადგინა (ი. ბერიტაშვილთან ერთად) სახელმძღვანელო „ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის პრაქტიკაში“ (1966). 1966 მიენიჭა ი. თარხნიშვილის პრემია ნაშრომისათვის „კვების ცენტრის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებები შიმშილისა და მაძღრობის დროს“ (1965, რუსულ ენაზე).

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]