შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
დაბადების თარიღი 1796[1]
გარდაცვალების თარიღი 5 თებერვალი, 1862(1862-02-05)[1]
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება General of the Cavalry
ბრძოლები/ომები საფრანგეთ-რუსეთის ომი
ჯილდოები წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი

ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (დ. 1796 ან 1797 ― გ. 5 თებერვალი, 1862) — რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, კავალერიის გენერალი. ჭაბუკი ბაგრატიონი იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დააპატიმრა, როგორც ტახტის პოტენციური პრეტენდენტი. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811) დასახლდა რუსეთში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო კრნეტად ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828–1829 რუსეთ-ოსმალეთის ომში როგორც ნიჭიერმა სამხედრო მოღვაწემ. მეთაურობდა ცხენოსანთა დივიზიას. დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე.

  • ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, წგნ. 1-2, თბ., 1983;
  • Юдин Н., Судьба князей Багратионов-Имеретинских в России, «Русский архив», 1897, № 10;