ალექსანდრე ახვლედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ახვლედიანი
Aleksandre Akhvlediani.jpg
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი 1956(1956-10-16) (62 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
Flag of Israel.svg ისრაელი
სამეცნიერო სფერო მათემატიკა
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ალექსანდრე ნოდარის ძე ახვლედიანი (დ. 16 ოქტომბერი, 1956 თბილისი, საქართველო) — ქართველი მეცნიერი. მშენებლობისა და სამთო მექანიკის დარგის სპეციალისტი. მოღვაწეობს ასევე სეისმომედეგობის კონსტრუქციების მიმართულებით.

ალექსანდრე ახვლედიანის საერთო სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა :

  • თანამედროვე კლასიკური ფორმალური ლოგიკის და სიმრავლეთა თეორიის ლოგიკურად სინგულარული კლასების თეორია;
  • ლოგიკური პარადოქსების თეორია;
  • კლასიკური მათემატიკის ლოგიკურად სინგულარული ამოცანების ლოგიკური ანალიზის და ამოხსნის თეორია;
  • კლასიკური ანალიტიკური მექანიკის ლოგიკურად სინგულარული პრობლემების თეორია;
  • რთული კვაზი–სტატიკური დატვირთვის რეჟიმში მყოფი პლასტიკურად და პსევდო–პლასტიკურად დეფორმირებადი მყარი სისტემების სინგულარული კოლაფსის თეორია;
  • ძლიერი იმპულსური მდგენელის მქონე მიწისძვრის დროს პლასტიკურად და პსევდო–პლასტიკურად დეფორმირებადი მყარი სისტემების ინერციულ–გრავიტაციული სინგულარული კოლაფსის თეორია;
  • პლასტიკურად და პსევდო–პლასტიკურად დეფორმირებადი მყარი სისტემების სინგულარული კოლაფსის მათემატიკური მოდელირება და სექსპერტო გამოთვლითი პროგრამების შექმნა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ნოდარის ძე ახვლედიანი დაიბადა 1956 წელს საქართველოში, ქალაქ თბილისში, ცნობილი ქართველი მეცნიერის (საამშენებლო მექანიკის დარგში) ნოდარ ვალერიანის ძე ახვლედიანისა და ქართველი მუსიკოსის, პროფესორ ირინე ალექსანდრეს ასულ საბაშვილის ოჯახში.

ალექსანდრე ნოდარის ძე ახვლედიანი 1974–1979 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე, ხიდებისა და გვირაბების განყოფილებაზე. 1979 წელს მან მუშაობა დაიწყო საქართველოს აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის სამთო წნევის თეორიის კვლევით განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართველი მეცნიერი–მექანიკოსი, აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე.

1980–1982 წლებში ალექანდრე ნოდარის ძე ახვლედიანი სწავლობდა საქართველოს აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი – აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე). 1983–1996 წლებში ალექანდრე ახვლედიანი მუშაობდა საქართველოს აკადემიის საამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ზღვრული წონასწორობის თეორიის კვლევით განყოფილებაში. 1997–1998 წლებში კი საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილებაში.

1999 წელს ალექსანდრე ნოდარის ძე ახვლედიანს ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მიენიჭა ისრაელის MSc სამეცნიერო ხარისხი. 2000–2003 წლებში მუშაობდა ისრაელის საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების რეგიონალურ MATI-LEV-HA–GALIL ორგანიზაციაში, სადაც მან დანერგა მის მიერ დამუშავებული ახალი ლოგიკურ–მათემატიკური და ანალიტიკურ–მექანიკური ტექნოლოგია. ამჟამად ალექანდრე ახვლედიანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამეცნიერო INCOL (Israel-Georgia) საზოგადოებას, რომელიც ახორციელებს ახალი თაობის უნივერსალური ლოგიკურ–ინფორმაციული და მათემატიკურ–ანალიტიკური მეთოდების დამუშავებას და მათ დანერგვას მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგში.

შრომების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმრავლეთა თეორია და ფორმალური სინგულარული ლოგიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "უნივერსალური კლასის არსებობის თეორემა სიმრავლეთა აქსიომატიკურ თეორიაში".ენციკლოპედიური ფონდი "Russika".2011.
  • "კანტორის თეორემის ლოგიკური ანალიზი".ენციკლოპედიური ფონდი "Russika".2011.
  • "კანტორის თეორემის კონტრ–არგუმენტი".ენციკლოპედიური ფონდი "Russika".2011.
  • "კანტორის პარადოქსის ლოგიკური ანალიზი".ენციკლოპედიური ფონდი "Russika".2011.
  • "ცარიელი სიმრავლისა და რეგულარობის აქსიომათა პარადოქსი".ენციკლოპედიური ფონდი "Russika".2011.
  • "ტრანსცენდენტური ფორმალურ–ლოგიკური INCOL&TAMLA სისტემის შესახებ".ენციკლოპედიური ფონდი "Russika".2011.
  • "კლასებისა და სიმრავლეთა თეორიის ლოგიკური ტრანსცენდენტურობის დასაბუთების შესახებ".ენციკლოპედიური ფონდი "Russika".2011.

მექანიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ცალმხრივი და ორმხრივი ბმების მქონე დისკრეტული ხისტ–პლასტიკური სისტემების ზღვრული წონასწორობის შესახებ".საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე" 137,2,1990.
  • "ცალმხრივი და ორმხრივი ბმების მქონე დისკრეტული ხისტ–პლასტიკური სისტემების ზღვრული ანალიზი სიმრავლეთა თეორიის საფუძველზე".საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე" 137,3,1990.
  • "ხისტ–პლასტიკურ დისკრეტულ სისტემაზე მოქმედი მრავალპარამეტრული დატვირთვის ოპტიმალური განაწილება".საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე" 139,3,1990.
  • "დისკრეტული ხისტ–პლასტიკური სისტემების არახელსაყრელი დატვირთვის შესახებ".საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე" 140,2,1990.
  • "დისკრეტული ხისტ–პლასტიკური სისტემების ოპტიმალური დაგეგმარება არასრული საწყისი ინფორმაციის პირობებში".საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე" 140,3,1990.
  • "რკინაბეტონის კამარებისა და გარსების ზღვრული წონასწორობა".წიგნი(ნოდარ ვალერიანის ძე ახვლედიანთან ერთად).თბილისი."მეცნიერება".1992.
  • "იდეალურად ხისტ–პლასტიკური მექანიკური სისტემების სტატიკური კლასიკური და სინგულარული ზღვრული ანალიზი გარე დატვირთვის შესახებ ნაწილობრივად სარწმუნო ინფორმაციის პირობებში".წიგნი.ენციკლოპედიური ფონდი [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]