ალექსანდრე ალადაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები ნახიჩევანის შესახვევი, ნახიჩევანის ქუჩა

ალექსანდრე ალადაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); კონსტანტინე ერისთავის ქუჩიდან ამავე ქუჩის შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თავდაპირველად ნახიჩევანის შესახვევი ერქვა (ასეა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში). თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილი, როგორც ნახიჩევანის ქუჩა. 60-იან წლებში ალექსანდრე ალადაშვილის სახელი ეწოდა.

ალექსანდრე ალადაშვილის შესახვევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ალადაშვილის შესახვევი —შესახვევი თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); კონსტანტინე ერისთავის ქუჩიდან მარტყოფის ქუჩამდე. დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე როგორც ნახიჩევანის შესახვევი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]