ალექსანდრეს სვეტი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრეს სვეტი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი
სიმაღლე 11 მ
გახსნის თარიღი 1894

ალექსანდრეს სვეტი (რუს. Александровская колонна) — ძეგლი დონის როსტოვში, მდებარეობს ვიტი ჩერევიჩკინას სახელობის პარკში. ძეგლი გაიხსნა 1894 წელს თანამედროვე დონის როსტოვის ერთ-ერთ უბანში, რომელსაც ადრე დონის ნახიჩევანი ერქვა, ამჟამად კი დონის როსტოვის პროლეტარის რაიონში შედის. ალექსანდრეს სვეტი ერთადერთი რევოლუციამდელი ძეგლია, რომელიც გადაურჩა საბჭოთა ხელისუფლებას[1]. სვეტს გააჩნია ადგილობრივი მნიშვნელობის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონა 1907 წელს

ალექსანდრეს სვეტის საზეიმო გახსნა შედგა 1894 წლის 18 სექტემბერს. ძეგლი აღმართეს ალექსანდრე II-ის ტახტზე ასვლის 25 წლისთავის აღსანიშნავად. ადგილს, სადაც აღმართეს სვეტი ეწოდა ალექსანდრეს პარკი.

ძეგლი წარმოადგენს 11 მეტრიან სვეტს, რომელიც მთლიანად გრანიტისაგან არის დამზადებული, რომელიც მთავრდება რუსეთის გერბით. გერბი დგას კვადრატულ კვარცხლბეკზე. ადგილი სადაც დგას კვარცხლბეკი შემოსაზღვრულია ჯაჭვებით. ძეგლის არქიტექტორია ნიკოლაი დურბახი.

აღმართვის დროს ძეგლის ოფიციალური სახელწოდება იყო „ალექსანდრე II-ის ძეგლი ნახიჩევანელი სომხებისაგან“.

საბჭოტა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძეგლი არ დაუნგრევიათ. მოახდინეს მხოლოდ კვარცხლბეკზე არსებული ძეგლის მემორიალური დაფის დემონტაჟი, ასევე მოაშორეს სვეტის წვერზე არსებული ორთავიანი არწივი. 1994 წელს რეკონსტრუქციის დროს ორთავიანი არწივი კვლავ დააბრუნეს. ასევე დააბრუნეს განახლებული მემორიალური დაფა, რომელზეც ამჟამად აწერია: «იმპერატორ ალექსანდრე II-ის 25 წლის მეფობის პატივისცემის ნიშნად“ და „დონის ნახიჭევანის სომხური თემისაგან 25·IX·1894“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия старого Ростова и Нахичевани-на-Дону. — Р-н-Д, 1993. — Т. 1. — С. 39.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Антон Геращенко. Ростов-папа. — Жинго, 2002. — С. 38.
  2. Пролетарский район. rostov-gorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-08-05.