ალექსანდრეს სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრეს სასახლე
Александровский дворец
Alexandrovsky Palace in Tsarskoe Selo.jpg
კოორდინატები 59°43′15″N 30°23′33″E / 59.720953° ჩ. გ. 30.392508° ა. გ. / 59.720953; 30.392508
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი ჯაკომო კვარნეგი
მოქანდაკე ჯაკომო კვარნეგი
სტილი კლასიციზმი
დაწყების თარიღი 1792
დასრულების თარიღი 1796
თარიღდება 1792-1796
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810445009

ალექსანდრეს სასახლე (რუს. Александровский дворец) — ცარსკოე-სელოს (ამჟამად ქ. პუშკინი) ერთ-ერთი საიმპერატორო სასახლე. აგებულია პალადიანური კლასიციზმის სტილში 1792-1796 წლებში. სასახლე ააშენეს ეკატერინე II-ის ბრძანებით, მისი შვილიშვილის ალექსანდრე I-ის ქორწინების აღსანიშნავად. სასახლის პროექტის ავტორია ჯაკომო კვარნეგი.

სასახლე მდებარობს ალექსანდრეს პარკში. იგი შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების შემადგენლობაში.

XX საუკუნის დასაწყისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დროს სასახლე გახდა საიმპერატორო ოჯახის ძირითადი რეზიდენცია: იმპერატორი აქ ღებულბდა ელჩებს, აქ აღნიშნეს რომანოვების სამასწლიანი მმართველობა და ცარსკოე-სელოს 200 წლის იუბილე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე ააშენეს ეკატერინე II-ის ბრძანებით, მისი შვილიშვილის ალექსანდრე პავლეს ძის ქორწინების აღსანიშნავად. 1796 წლის 12 ივნისს დიდი თავადი ალექსანდრე მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ახალ სასახლეში.

სასახლეში სტუმრობა უყვარდა ასევე იმპერატორ ნიკოლოზ I-ს. იგი აქ მოდიოდა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად. აქ დაიღუპა მისი ქვრივი ალექსანდრა თედორეს ასული. ნიკოლოზ I-ის შვილიშვილის ალექსანდრე III-ისათვის ალექსანდრეს სასახლე ძირითადი რეზიდენცია გახდა. მისი აპარტამენტები სასახლის მარჯვენა ფლიგელში იყო განთავსებული.

ნიკოლოზ II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ სასახლე გადააკეთეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრეს სასახლე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მთავარი რეზიდენცია გახდა. თავისი იმპერატორობის 12 წელი ამ სასახლეში გაატარა რუსეთის უკანასკნელმა იმპერატორმა. აქ იმყოფებოდა იმპერატორის ოჯახი თებერვლის რევოლუციის შემდეგ მათი დაპატიმრების მომენტისათვის. 1917 წლის 14 აგვისტოს სწორედ ამ სასახლის ნახევარწრიული დარბაზიდან რომანოვების ოჯახი გააგზავნეს ციმბირში გადასახლებაში, საიდანაც ისინი ეკატერინბურგში გადაიყვანეს, სადაც შემდეგ დახვრიტეს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1918 წელს ალექსანდრეს სასახლე გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის, როგორც სახელმწიფო მუზეუმი. 1918 წელს სახალხო კომისარ ანატოლი ლუნაჩარსკის ინიციატივით სასახლის ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდა კომუნარების ბავშვთა სახლი.

დიდი სამამულო ომის პირველივე თვეებში სასახლიდან გაიტანეს ძვირფასი ნივთები, ხოლო სასახლის ავეჯის დიდი ნაწილი დარბაზებში დატოვეს. ოკუპაციის პერიოდში სასხლეში განთავსებული იყო გერმანელთა შტაბი და გესტაპო, ხოლო სარდაფში — ციხე.

ომის დასრულების შემდეგ სასახლე დააკონსერვეს და გადასცეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას. 1947-1951 წლებში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.

2009 წლის ოქტომბრიდან სასახლე გადავიდა ცარსკოე-სელოს მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში. ამ მომენტიდან დაიწყო ალექსანდრეს სასახლის ფასადისა და ინტერიერის მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]