ალექსანდრა ხავთასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრა ხავთასი
დაბ. თარიღი 14 ივლისი, 1922
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი თებერვალი, 2007
მოქალაქეობა საქართველო
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1949)

ალექსანდრა ხავთასი (დ. 14 ივლისი, 1922, თბილისი — გ. თებერვალი, 2007) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1950–1953 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1954 წლიდან იუო შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა პროფესიული პათოლიგიის აქტუალურ საკითხებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]