ალექსანდრა გორგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგიძე.

ალექსანდრა დავითის ასული გორგიძე (დ. 8 ივნისი, 1928, სოფ. მანდიკორი, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 23 მაისი, 1985, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლიის მეცნნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1984).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1956-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ბოტანიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე, 1979-1980 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების გამგე, 1980 წელს — საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგე, 1984 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. გიორგიძის კვლევის ძირითადი მიმართულებები: ზოგადი გენეტიკა, კულტურული მცენარეების სახეთა და ფორმათა წარმოქმნისა და ევოლუციის საკითხების შესწავლა, სისტემატიკა, პალეოეთნობოტანიკა, რადიობიოლოგია. გორგიძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში (1990).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ე. გუგავა, „ალექსანდრა გორგიძე. ბიობიბლიოგრაფია“, თბ., 2001.