ალექსანდრა გლაგოლევა-არკადიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრა გლაგოლევა-არკადიევა
დაბ. თარიღი 16 (28) თებერვალი, 1884
დაბ. ადგილი Tovarkovo[1]
გარდ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1945(1945-10-30)[1] (61 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის კვლევების ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი და Moscow State University of Fine Chemical Technologies
ალმა-მატერი Guerrier Courses
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

ალექსანდრა გლაგოლევა-არკადიევა (დ. 28 თებერვალი, 1884, ტულის გუბერნია — გ. 30 ოქტომბერი, 1945, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა გლაგოლევა დაიბადა 1884 წლის 28 თებერვალს ტულის გუბერნიის სოფელ ტოვარკოვოში, სოფლის მღვდლის ოჯახში. მშობლებს არ სურდათ მათ შვილს ფიზიკა-მათემატიკური განათლება მიეღო, თუმცა 1906-1910 წლებში ალექსანდრა მაინც სწავლობს მოსკოვში, ქალთა უმაღლეს კურსებზე ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით. 1910 წელს ალექსანდრა მუშობას იწყებს მოსკოვის უნივერსიტეტში პედაგოგად. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მან ჩამოაყალიბა რენტგენის სხივების კაბინეტი. დიდი შრომის შედეგად მან ამ კაბინეტში მოახერხა და შექმნა ხელსაწყო — რენტგენოსტერეომეტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა ზუსტად აღმოეჩინათ დაჭრილის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეული. 1918 წელს გლაგოლევა მუშაობას იწყებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის ასისიტენტად. ერთ წლის შემდგომ ალექსანდრა ცოლად გაჰყვა პროფესორ ვ. არკადიევს. ამ პერიოდიდან იგი მოიხსსენიება როგორც გლაგოლევა-არკადიევა. 1920 წლიდან მან ლექციების კითხვა დაიწყო სამედიცინო ფაკულტეტზე. 1930-1937 წელებში გლაგოლევა-არკადიევა განაგებდა ზოგადი ფიზიკის კათედრას მოსკოვის უნივერსიტეტში.

ალექსანდრას გლაგოლევა-არკადიევს პერიოდამდე ფიზიკოსები ტალღს სიგრძეთა შემცირებას აღწევდნენ ვიბრატორების გეომეტრიული ზომების შემცირებით, რითაც გამოსხივების სიმძლავრე იმდენად მცირდებოდა, რომ მისი გაზომვა შეუძლებელი ხდებოდა. ალექსანდრამ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვა თავი: მან მიაღწია არა მარტო ვიბრატორის დიდ სიხშირეს, არამედ გამოსხივების დიდ სიმძლავრესაც. თუ თითოეული ნაწილაკის მიერ გამოსხივებული ენერგია ძალიან მცირეა, დიდი რაოდენობის ნაწილაკთა მიერ ამოსხივებული ენერგია იმდენად დიდია, რომ მისი გაზომვა თავისუფლად შეიძლება. ამ აღოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

1888 წელს ჰერცმა ელექტრომაგნიტური ტალღები აღოაჩინა. მის ცდებში ტალღის სიგრძე იცვლებოდა 60 სმ-დან 10 მ შუალედში. ამ პერიოდში ელექტრომაგნიტური ტალღების სკალაზე ორი უბანი იყო: ჰერცის მიერ აღმოჩენილი ტალღები და ხილული სინათლე, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი არით. წლების გასვლასთან ერთად ეს არეები ფართოვდებოდა და ერთმანეთს უახლოვდებოდა. 1922 წელს ალექსანდრამ შექმნა გამომსხივარი, რომელშიც ორივე ზღვარი მოხსნა და შეაერთა. ეს წყარო იძლეოდა ტალღის სიგრძეებს 0.1 მმ-დან 1 სმ-მდე. ეგრეთ წოდებული „გამომსხივარი“ წარმოადგენდა ჭურჭელს, რომელშიც ბლანტი ზეთისა და ალუმინის ნარევი იყო მოთავსებული. ნაპერწკალური განმუხტვის დროს ამ გარემოში რხევები წარმოიქმნებოდა, რომელთა ტალღის სიგრძე დამოკიდებული იყო ნაწილაკთა ზომაზე.

1925-1926 წლებში ალექსანდრა გლაგოლიევა-არკადიევა სწავლობდა ენერგიის განაწილებას გამოსხივებულ უბანში, 1923-1933 წლებში — გამოსხივების სპექტრულ შემადგენლობას. 1923-1933 წლების შუალედში მანვე მოახერხა და მიიღო მონოქრომატული ტალღები 350 მკმ-დან 99 მმ-მდე.

გლაგოლევა არკადიება გარდაიცვალა 1945 წლის 30 ოქტომბერს, მოსკოვში, 61 წლის ასაკში.

აკადემიკოსი ვავილოვი შემდეგნაირად ახასიათებდა გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსის ალექსანდრა გლაგოლევაა-არკადიევას მოღვაწეობას:

ალექსანდრა არკადიევა ეკუთვნოდა რუს მეცნიერ ქალთა იმ პლეადას, რომლებსაც საპატიო ადგილი უჭირავთ მეცნიერებაში. თუ ვიმსჯელებთ ამ ადამიანის აღმოჩენების მნიშვნელობით ალექსანდრა ანდრიას ასულის ადგილი სოფი კოვალევსკაიას გვერდითაა.

XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ელექტრომაგნიტური თეორია ძალზე ბუნდოვანი იყო, როდესაც ელექტოდინამიკის ძირითადი საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სითბურ ტალღებსა და რადიოტალღებს შორის არსებული ინტერვალის შევსების საკითხებს. ამის პრობლემის გადაჭრა მოახერხა ალექსანდრა გლაგოლევა-არადიევამ. მან დაამტკიცა ამ ინტერვალის არსებოდა და შეისწავლა ეს ტალღები. „ეს არის მისი, როგორც მეცნიერის დამსახურება ფიზიკის წინაშე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 64-66, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Глаголева-Аркадьева Александра Андреевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Czech National Authority Database