ალექსანდერ ზუპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდერ ზუპანი
გერმ. Alexander Supan
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1847(1847-03-03)[1] [2]
დაბ. ადგილი ინიხენი
გარდ. თარიღი 7 ივლისი, 1920(1920-07-07)[1] (73 წლის)
გარდ. ადგილი ვროცლავი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 ავსტრიის იმპერია
საქმიანობა გეოგრაფი, კარტოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჩერნოვცის უნივერსიტეტი და ვროცლავის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გრაცის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]
ჯილდოები კოთენიუსის მედალი

ალექსანდერ ზუპანი (გერმ. Alexander Supan; დ. 3 მარტი, 1847, ინიხენი — გ. 7 ივლისი, 1920, ბრესლაუ) — ავსტრიელი გეოგრაფი და მეტეოროლოგი. წარმოშობით სლოვენიელი. 1881 წლიდან ჩერნოვცის უნივერსიტეტის პროფესორია, 1884-1909 წლებში იყო გეოგრაფიული ჟურნალის „Petermann’s geographische Mitteilungen“-ის რედაქტორი. 1909-1916 წლებში გეოგრაფიის პროფესორი ბრესლაუში. მისი მთავარი შრომაა საუნივერსიტეტო კურსი „ფიზიკური გეოგრაფიის საფუძვლები“, რომელიც გამოიცა ლაიფციგში 1884 წელს. მისი სხვა შრომები მიეძღვნა ავსტრია-უნგრეთის გეოგრაფიას, დედამიწის მოსახლეობის მიმოხილვას, ევროპის სახელმწიფოების კოლონიების ტერიტორიულ განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი გეხტმანი, გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1942.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #117375209 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია