ალექსანდა დადარიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდა დადარიო
Alexandra Daddario Bywatch premiere.jpg
დადარიო 2017 წელს
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1986 (1986-03-16) (33 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ალმა-მატერი მანჰეტენის მერიმაუნტ კოლეჯი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2005–დღემდე
ნათესავები

ალექსანდრა ანა დადარიო[1] (დ. 16 მარტი, 1986)[2]) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ის ცნობილია ანაბეთ ჩეისის როლის შესრულებისთვის „პერსი ჯექსონის“ ფილმების სერიასა და ბლეიკ გეინის როლის განსახიერებისთვის „სან-ანდრეასში“. გარდა ამისა, მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში „ტეხასური ხოცვა ბენზოღერხით“ და „თავისუფალი კვირა“. მიწვეული იყო სერიალებში „თეთრი საყელო“, „ფილადელფიაში მუდამ მზეა“, „ნამდვილი დეტექტივი“ და „ამერიკული საშინელებათა ისტორია“. აგრეთვე ცნობილია როლისთვის „მაშველებში“ (2017), სადაც სამერ კუინის როლი შეასრულა. 

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადარიო დაიბადა ნიუ-იორკში და კრისტინა და რიჩარდ დადარიოების უფროსი შვილი იყო. დედა იყო იურისტი, ხოლო მამა - პროკურორი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, ანტიტერორისტული რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკლ ბლუმბერგის მერობის დროს.[3] ჰყავს ძმა მეთიუ დადარიო, რომელიც ასევე მსახიობია[4][5] და და - კეთრინი.[6] მისი ბაბუა მამის მხრიდან იყო ემილიო კ. დადარიო, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა წევრი დემოკრატების მხრიდან, კონექტიკუტის შტატისთვის, 1959-1971 წლებში.[7] ალექსანდა დადარიოს აქვს იტალიური, ჩეხოსლოვაკური, ინგლისური და ირლანდიური ფესვები.[8]

დადარიო გაიზარდა მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთ ნაწილში. სწავლობდა ბრერლის სკოლაში და იყო ბავშვთა პროფესიული სკოლის მოსწავლე.[9] მსახიობობა 11 წლის ასაკში გადაწყვიტა.[10] დაამთავრა მანჰეტენის მერიმაუნტ კოლეჯი.[11] წლების განმავლობაში სწავლობდა მეისნერის სამსახიობო ტექნიკას.[12]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადარიოს სატელევიზიო დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა, როდესაც მან ითამაშა დაზარალებული თინეიჯერი, ლაურა ლუისი, საპნის ოპერაში „ყველა ჩემი შვილი“. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი ანაბეთ ჩეისი იყო, რომელიც 2010 ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ფილმში „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები: მეხის ქურდი“ წარმოადგინა.[13] მან აგრეთვე შეასრულა კეიტ მოროს, ნილ კაფრის საყვარლის როლი სერიალში „თეთრი საყელო“.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alexandra Daddario [AADaddario]. (April 3, 2010) Alexandra Daddario tweet.
  2. Alexandra Daddario. წაკითხვის თარიღი: May 16, 2017.
  3. Rao, Priya. (April 10, 2014) The Case of the Missing Bikini. წაკითხვის თარიღი: March 3, 2015.
  4. Sneider, Jeff. (August 16, 2011) Matthew Daddario joins Doremus pic. წაკითხვის თარიღი: May 15, 2014.
  5. FYI: Apparently Alexandra Daddario and Her Siblings Got First Pick at the Gene Pool Draft. წაკითხვის თარიღი: February 11, 2016.
  6. How to Date Me (December 1, 2014). წაკითხვის თარიღი: March 3, 2015.
  7. Emilio Daddario, Connecticut Congressman, Dies at 91 (July 7, 2010). წაკითხვის თარიღი: March 3, 2015.
  8. Woman Of The Week: Alexandra Daddario. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 21, 2016. წაკითხვის თარიღი: February 11, 2016.
  9. Berrie, Nicole. (8 February 2010) The Radar: Alexandra Daddario. დაარქივებულია ორიგინალიდან - June 13, 2010. წაკითხვის თარიღი: March 3, 2015.
  10. Turner, Matthew. (2010) Alexandra Daddario Interview. წაკითხვის თარიღი: October 11, 2012.
  11. Stern, Marlow. (September 5, 2014) Alexandra Daddario on 'True Detective's' Misogyny Claims and Her Hollywood Ascent. წაკითხვის თარიღი: March 3, 2015.
  12. Wallace, Chris. (June 2014) Alexandra Daddario. წაკითხვის თარიღი: March 3, 2015.
  13. Up And Comer Alexandra Daddario Joining Percy Jackson (March 19, 2009).
  14. Masters, Megan. (September 21, 2011) Parenthood Exclusive: White Collar Alum Alexandra Daddario Joins the Family Biz. წაკითხვის თარიღი: March 3, 2015.